Tag Archives: თავი

Grow up.

tumblr_mduqjhaPZ91rln8vao1_500_large

ფიროსმანზე , იტალიური ეზოს ერთ-ერთ სამზარეულოში ვდგავარ და ნალექიან ყავას ვადუღებ . ვერაფერს იტყვი, უჩვეულო სიტუაციაა ჩემთვის : ვერ ვიტან იტალიურ ეზოებს და ნალექიან ყავას . დაყირავებული ხის აივნით ,ხელში ყავითურთ სასტუმრო ოთახში გავდივარ, სავარძელში მოუხერხებლად ვჯდები და აზმუზნული ფიზიონომიით უგემურად უგემურ ყავას ვყლუპავ . მერე იწყება : ჟირაფი – ფულს ნიშნავს , თვის ბოლოს ფული გექნება .. ოოო თეთრი ფონია , ეს კარგია .. ლომი.. ლომი სიძლიერეა და ბევრი რომ არ გავაგრძელო თქვენც კარგად გეცოდინებათ ეს ტექსტი თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ შინაბერა მამიდათქვენთან და მის ასევე შინაბერა მეგობართან არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში , ბევრი ბევრი ნალექით და ჭორებით .

კოვბოის ჩექმები ვიყიდე . წითელი.

სახლში ყვითელი ავტობუსით დავბრუნდი ..

შემოსასვლელში დაუდევრად დაგდებული “ვინსტონის” კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვანაში შევდივარ . კოლოფი ბიძაჩემისაა . შიგთავსი ჩემი . ვფიქრობ რომ ვერაფერს მიხვდება .. ან მიხვდება ..

არ მაინტერესებს .

მიყვარს ტყუილები .

ისე კარგი მსახიობი გამოვიდოდა ჩემგან . გამოვიდოდა ..

ბაბუაჩემს უნდა რომ საექიმოზე ჩავაბარო .

მამიდაჩემს უნდა რომ ინტერიერის დიზაინზე ჩავაბარო .

ბებიაჩემს უნდა რომ ჩავაბარო.

მე მინდა რომ სამსახიობოზე ჩავაბარო .

ბიძაჩემს უნდა რომ .. ბიძაჩემს არ ვიცი რა უნდა .

წყალს ვუშვებ , ვიხდი და ვანაში ვდგები . სიგარეტს ვუკიდებ .

Copy of tumblr_m00tk7ZpfN1qbyhqno1_500_large

ალბათ ოდესმე დადგება ჩემგან კარგი მწერალი . მწერალი თუ არა ბლოგერი მაინც . პრინციპში ბლოგერობა მწერლობას არ ნიშნავს ?  ვისთვის როგორ . ყველა სხვადასხვა მიზეზით წერს თუმცა ჩემი აზრით მიზანი მაინც ერთია : პოპულარობა . წერის სურვილის დაკმაყოფილება კალმითაც შეიძლება-ფურცელზე . მარტივად . თუ კალმით გეზარება ვორდის ფაილიც არსებობს, თუ საიდუმლოს წერ რამეს – კოდირებული დღიური . პროგრამაა. ნუ მოკლედ, თქვენც კარგად იცით.

სიგარეტი პატარავდება ..

მეც ვპატარავდები..

აბაზანაც..

წყალიც ცოტავდება და მოპირდაპირე  კედელზე შემხმარი ბუზიც . არც ეს მაინტერესებს .

ცოტა ხანში წყალს გამოვრთავ , სიგარეტის ნარჩენს  ქაღალდში გაავხვევ და სანაგვეში ჩავაგდებ.

როგორც ყოველთვის მეგონა რომ ბოლოს მოიტანდა. როგორც ყოველთვის არ მოიტანა.

ვანიდან რომ გავალ შეყვარებულს მივწერ .

მოიცა რომელს ? პირველს , მეორეს თუ მესამეს ? : \\

პირველი ვირტუალურია , მეორე – რეალური , მესამე.. პრინციპში მესამეც ვირტუალური..

პირველი ერთხელ მყავს ნანახი .

მეორე უჰჰ..

მესამეც ერთხელ ნანახი და ბევრჯერ დანახული .

თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს .. არა მე კი არ მომწონს რომ მიზიდავს,  თავისით ხდება , უნებურად .

მაინტერესებს  ცუდი გოგო ვარ თუ კარგი ? ისიც მაინტერესებს რამდენ გოგოს ყავს 3 შეყვარებული ერთად ? ეს ნორმალურია ?

ალბათ რომელიმეს უნდა დავშორდე . და რომელს ? მე ხომ თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს . გადავიფიქრე . დაშორება არა,  თითიდანგამოწოვილიურთიერთობებისადმი სწრაფვა 🙂 მეორეს და მესამეს დავშორდი . პირველი მიყვარს. პირველი კაი ტიპია .

პროცესიის დასრულების ბოლოს სინანული მიბყრობს . სიგარეტის მოწევისას რამე სასარგებლოც რომ გამეკეთებინა, მაგალითად : ფეხები რომ გამეპარსა ეხლა ჩემი ნამუსი ასე არ ამაგდებდა . მაგრამ მე ხომ იდიოტი ვარ.

ხვალ ან ზეგ ამ ყველაფერს ჩემი ნაცნობები , მეგობრები , შეყვარებულები, ნათესავები წაკითხავენ და ვერ გაიგებენ   რა არის ტყუილი და რა- მართალი .  წაიკითხავენ და დააინტერესებთ , დააინტერესებთ და წაიკითხავენ..

შაბათს პირველს უნდა შევხვდე , ჩემს კოვბოის ჩექმებს უკან ბზრიალა უნდა დავამაგროთ და კარფურში კალათებით ვიკატაოთ , მერე თოვლის ბაბუა დავკეროთ და მის ქოხში შევსახლდეთ .

მე – ჩინელი სნეგურაჩკა .

ის – არანორმალური სანტა კლასუსი .

ბედნიერ შობას გისურვებთ 🙂

პ.ს : ჰო მართლა , ზემოთ მოგატყუეთ მატყუარა ვარ-თქო , ხომ გითხარით ტყუილები მიყვარს მეთქი. 🙂

7 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

პოსტი.

არსებობენ 4 ტიპის ადამიანები :

1. ადამიანები რომლებიც კითხულობენ.

2. ადამიანები რომლებიც კითხულობენ მხოლოდ  სისულელეებს.

3. ადამიანები რომლებიც კითხულობენ და შიგადაშიგ კითხულობენ სისულელეებს.

4. ადამიანები რომლებიც კითხულობენ სისულელეებს და შიგადაშიგ კითხულობენ.

5. და ბოლოს ადამიანები რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ .

მე მესამე ტიპის ადამიანებს მივეკუთვნები . მაგალითად აი ეხლა ვკითხულობ რაღაც კრეტინულ ბესთსელერს სახელით  ” გოგონა დრაკონის ტატუთი ” რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე შემოსულთა 89%-ს აქვს წაკითხული . ამის წინ ” ნაივური , სუპერი ” წავიკითხე . სადღაც ნორმალურობასა და სისულელეს შორისაა გაჭედილი . მომდევნო იქნება “ჰომო ფაბერი ” ანინას ეწერა რომელიღაც პოსტში და დამაინტერესა . პრინციპში მაგ წიგნის გამო წავედი “ბიბლუსში” და ეს ორი სისულელეც მივაყოლე ^

“ნაივური, სუპერის” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ჩემს ბლოგზე დავამატო კატეგორია ” სიები”

პოსტები დაახლოებით ასეთი იქნება :

ამჟამად გამაჩნია :

ჩემი საკუთარი ოთახი

47 წიგნი ( სასკოლო წიგნების გამოკლებით)

9 პაკეტი “იაკობსი”

4 საკუთარი ჭიქა ( 1 თერმოჭიქა)

თითქმის დამტვრეული წითელი როლიკები

9 სხვადასხვანაირი კრემისფერი მანიკური

2 მამიდა

2 ძია

2 ბებია

1 ბაბუა

1 ძმა

6 ბიძაშვილი

2 დეიდაშვილი

9 მეგობარი

ბლოგი

ნახევრად შეჭმული ვაშლი და იმედი რომ ახლო მომავალში მოკლე პოსტების წერას გადავეჩვევი.

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, სიები

ქაღალდის თვითმფრინავები

იმ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა. ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან. არც საუზმე გახსენებია, არც წყურვილი უგრძვნია, საპირფარეშოშიც კი არ შესულა. რაც ხელში მოხვდა, ის გადაიცვა. თეთრი, კოპწია ხელჩანთა იღლიაში ამოიჩარა და გარეთ გავიდა.

მთვარეულივით მიჰქონდა ფეხი. შემხვედრნი უბრად ეცლებოდნენ გზიდან და თვალს აყოლებდნენ. არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება – ფეხები თავისით მიაქანებდნენ.
კინოთეატრის ფოიეში უხმაუროდ შეპაკუნდა. ბილეთის აღებაზე არც უფიქრია, ისე შევარდა დარბაზში.
დილის სეანსი გადიოდა.
გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.

მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა. ბოლოში კედელს გადაწააწყდა – ნახევარბრუნი ჰქნა, განაპირა სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა.
`მთავარს თვალებით ვერ დაინახავ!~ – ჩაუკრა თვალი ეკრანიდან ფილმის გმირმა.
უცებ გათბა. თითქოს აივსო კიდეც. მერე გვერდით მჯდომისკენ წააპარა თვალი და გაიღიმა.
ნელა მოატრიალეს მისკენ სახე. კაი ხანს აკვირდებოდნენ.
-მოვედი.

– მოჭრით ამოთქვა ამან და ტუჩები კეკლუცად მოპრუწა.
არაფერი უპასუხეს. მხოლოდ თავი დააქნიეს მძიმედ და კვლავ ეკრანისკენ მიაბრუნეს.
უმალ შეამჩნია – დარბაზში მარტონი ისხდნენ.
`მთავარს თვალების ვერ დაინახავ!~ – გაიმეორა ისევ ფილმის პერსონაჟმა.
დაძაბული იჯდა და ეკრანს თვალს არ აშორებდა. თან გვერდით მჯდომის სახის აღდგენას ცდილობდა გონებაში, მაგრამ არ გამოსდიოდა. როგორც კი ეკრანზე გადაჰქონდა ყურადღება, იმწამს ემღვრეოდა მეხსიერებაში თითქოს მყარად ჩაბეჭდილი გვერდის მჯდომის სახის ნაკვთები. Continue reading

5 Comments

Filed under მეჰ

“ფსიქიკური აშლილობის” ნიადაგზე მონდომებული თმის გადაპარსვა და “ვერგადაპარსული” თმით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა

 

 

ორი-სამი დღის წინ ჩემმა მეგობარმა ( ბიჭმა) გადაიპარსა თმა. თავიდან არანაირი რეაქცია არ მქონია , ვიფიქრე , “მერე რა , დაცხა და გადაიპარსა” , “მობეზრდა ვარცხნა და გადაიპარსა” , ” აზუხებდა და გადაიპარსა” , ნუ მოკლედ რამდენიმე სრულიად უწყინარმა მიზეზმა გამიელვა თავში და მერე მთელი დღე აღარც ის ბიჭი გამხსენებია და არც მისი გადაპარსული თავი .

საღამოს გარეთ წანწალის შემდეგ მე და მარიამი “ჩვენს სახლში” რომ დავბრუნდით და მარიამმა თავისი გრძელზე გრძელი თმის ვარცხნა დაიწყო  მერე დავფიქრდი რომ საშინლად არ მომწონდა ჩემი თმა და არგუმენტიც მქონდა : “არა გრძელი თმაც მინდა , მაგრამ ეს თმა როდის გამეზრდება? თან ისედაც ყველას გრძელი თმა აქვს და რამდენიმე თავგადაპარსულ გოგოს კიდევ ერთი თუ შეუერთდება არც მათ მიემატებათ დიდად რამე და არც დედამიწას დააკლდება. ანუ ჯობია გადავიპარსო. ” მერე უფრო ჩემი თავისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად ვიდრე ვინმეს გასახარებლად საკუთარ ანარკლს გავუღიმე ( ძნელად თუ შეიძლება ამას ღიმილი ეწოდოს ) სარკეში და  ” პირი გავაღე” .

პასუხები იყო არც ისე განსხვავებული ერთმანეთისგან მაგრამ “საზრიანობით” ყუველა ერთმანეთს წააგავდა :

ბიცოლაჩემი : სულ გაგიჟდი ხომ ?

ბიძაჩემი : სახლში არ შემოგიშვებ !!!

მეგობარი : დიდი სახე გაქვს არ მოგიხდება .. ))

მამიდაჩემი : თმებს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები იპარსავენ :ტროლლ: რამე მოხდა? ფსიქოლოგთან წავიდეთ ? და ა.შ . თანაც დედაშენი არასოდეს არ გადაგაპარსინებდა თმას ( ყველაზე იდიოტური არგუმენტი კარგად მასოვს დედა სუ მეუბნებოდა შენი თმაა და რაც გინდა ის უქენიო ) , – მერე ამას კიდევ უფრო იდიოტური არგუმენტი მოაყოლა : ხვალ მამაშენის დაბადების დღეა, თუ გახსოვს, ჰოდა ნორმალური ადამიანივით შეხვდი. ( ბლინ, გადაპარსული თმით ვერ შევხვდები მამაჩემის დაბადების დღეს ? )

მეორე მეგობარი : შენგან არაფერი არ მიკვირს .

მეორე ბიძაჩემი : ღმერთმა ქაი გააჩინა თმიანი !!

მესამე მეგობარი : მარიამ , წადი თავი მოიკაი რაა .. ( with pleasure)

თმის გადახოტვრა (თითქმის) გადავიფიქრე და “აღფრთოვანებულ”-აღშფოთებული მივუჯექი მაგიდას რომ რამე დამეწერა .

საყვარელო მამიდავ , ხალხნო და ჯამათნო , ძვირფასო მეგობრებო და ჭორიკანა ბებოებო ! 

არ ვარ არც ფსიქიკურად დაავადებული, არც გიჟი ( ჰო რავიცი ) და არც გადარეული , არც თავის მოკვლას ვაპირებ და არც შეყვარებულს მივუტოვებივარ .

უბრალოდ მინდა მინდა მინდა  თმის გადაპარსვა .

მადლობთ ყურადღებისთვის !!!

სუყვარულით თქვენი საყვარელი გიჟი მეგობარი , დეპრესიული ძმიშვილი და ამორძალი უზნეო ბავშვი : მარიამ მამაიაშვილი .

ნახვამდის .

 

 

12 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

აჯაფსანდალი

ეს ისე

ეს ისე

სიგარეტის მოწევა 12 წლისამ დავიწყე . მიეზი მქონდა : კატა მომიკვდა  და ვინერვიულე .  მას მერე ყოველ დღე ვიძახი ” მორჩა აღარ მოვწევ ! ”  . ჩემს თავს ვატყუებ თუ უნებისყოფო ვარ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ დღეს უკვე მეშვიდე ღერ სიგარეტს ვეწევი .

წეხან კარებზე დააკაკუნეს . გავაღე და ვიღაც ბიჭი იდგა  ” ტელეფონზე მოვედით”- ო მითხრა . თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ მერე გამახსენდა რომ უკვე 3 დღეა ზოიას არ დაურეკავს ბებიაჩემთან და თვალები მოვჭუტე .  ხელში არაფერი ეჭირა არადა ტელეფონის შნურის შესაკათებლად მოვიდა . სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვკითხე :

– კლუჩები და რამე ეგეთები მოგიტანო ?  – ” არა” – ო მითხრა და გაეცინა . მერე 2 წუთი დებილივით ვიდექი და ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს . მოტვინა ბოლოს თვითონ და მკითხა  ” არ შემომიშვებ”-ო ? კარები გავუღე და კედელს ავეყუდე . თურმე მეორეც ყოფილა . სახლში სამი ტელეფონი გვაქვს  : ერთი სამზარეულოში , მეორე უკაბელოა და ყველგან გდია და მესამე ჩემს ოთახში . ჰოდა მითხრა “ტელეფონები მაჩვენე”-ო . ორივე შეამოწმა და არაფერი ჭირდათ . მერე მკითხა ” მეტი არ გაქვთ”-ო . გავწითლდი და ჩემი ოთახისკენ წავედი . საწოლს არასდროს არ ვალაგებ და თან ახალი ამდგარი ვიყავი .. არ შეუმჩნევია ჩემი თავედამხობილი ოთახი , ის ტელეფონი გააკეთა და წავიდა .  კარები რომ მივხურე მერე დავიხედე ფეხებზე . ბლინ ! მეთქი რატომ მიყურებდა დებილივით . -_-

უკვე 6 საათია , დილიდან კომპიუტერთან ვზივარ . შოკა გამოვიდა ოთახიდან და მეკითხება :

– შენ ნორმალური ხარ ? –  ” არ ვიცი “-თქო  გავიფიქრე მარა ხმამაღლა არ მითქვამს .

– აი არ მინდა კომპიუტერთან ჯდომა მარა არ ვიცი რა ვაკეთო და რა ვქნა ?

– წადი ოთახი მიალაგე

– აჰაა .. – ვპასუხობ და ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები .

– დღეს საღამოდან მთელი მაისი კომპიუტერს ვერ ეღირსები . ” ძალიან კარგი ” გავიფიქრე ისევ , დიდი ხანია მინდა რომ მოვშორდე . უბრალოდ არ ვიცი ბებიაჩემს რა ვუყო რომელიც ყოველდღე საბერძნეთიდან სკაიპით მელაპარაკება . აა კიდევ პროექტი მაქვს ორშაბათს ჩასაბარებელი ისტორიაში  და ბლოგის ერთი თვით მიტოვებაც  არაა მთლად კარგი .

გუშინ ნანუს დაბადების დღე იყო . მეზარება მოყოლა . არ იხდიდა საღამოს უბრალოდ სახლში ჩავედით  .

მერე ნანუს ოთახში ჩავიკეტეთ , 6 გოგო ვიყავით და ” მე არასოდეს”ს ვთამაშობდით დალევაზე .

ნუ მოკლედ მართლა რაღაც აჯაფსანდალი გამოვიდა . წავედი მე -_- ( იმედია 1 თვით არა)

4 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი, Uncategorized

forgotten .

 

პარამპამპამპაააააააააააამ !

აი არ ვიცი ამაზე კარგი გრძნობა თუ არსებობს

საბოლოოდ რომ დაიკიდებ ფეხებზე აი ბოლოლმდე .

მომილოცეთ !

უბრალოდ უნდა დაფიქრდე და მიხვდე ..

რა კარგია ^-^

1 კომენტარი

Filed under მეჰ, ნაჰ, პირადი

waiting for saturday ( Not anymore ^.^)

როცა გგონია რომ ყველაფერი თავიდან იწყება .

რომ ისევ შეძლებ

რომ დაივიწყებ

რომ შეიყვარებ

რომ აღარ მიწერ

რომ აღარ იტირებ

რომ ისევ ნახავ

რომ ისევ დაბრუნდება

სულ ტყუილად გგონია .

და იმისთვის რომ გაიგო ისევ შეძლებ თუ არა და დაბრუნდება თუ არა უნდა მოისმინო და არა წაიკითხო .

ველოდები შაბათს .

არ ვიცი რა იქნება .

უბრალოდ ვიცი რომ მერე მეცოდინება რა უნდა ვქნა .

-_-

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

ოღჩ !!!

სულ შემთხვევით ვიპოვნე . ისიამოვნეთ .  აშკარად უდიდესი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს : ))

 

1.უთხარით მას რომ ის ძალიან ლამაზია.

2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.

3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.

4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.

5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.

7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.

8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.

9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.

10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)

11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.

12.ეთამაშეთ მის თმას.

13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.

14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.

15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.

16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.

17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.

18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.

19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.

20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)

21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.

22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.

23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.

24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.

25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.

26.აკოცეთ მას წვიმაში.

27.გიყვართ?!უთხარით!

 

ნუ მოკლედ ბიჭებო : დაიწვრილეთ ხმები როცა მას ურეკავთ , აკოცეთ როცა გაცეცხლებულია არ აქვს მნიშვნელობა წვიმს თუ მისი მეგობრები არიან გარშემო ( ჰო ხელის ხელზე მოკიდება არ დაგავიწყდეთ ! თუნდაც წამიერად ) . ნუ თუ კომპლექსები გაწუხებთ კისერზეც შეიძლება ( ან ყელზე ) ჰო პარალელურად შეგიძლიათ ეცეკვოთ და თუ მუსიკა არ გაქვთ არც ეგაა პრობლემა შეგიძლიათ იმღეროთ . ჰო კიდევ საღამოობით კენჭების სროლა არ დაგავიწყდეთ და  რომ გაეღვიძება და გამოიხედავს ” მენატრები”-ს მაგივრად შეგიძლიათ რამე სულელური ანეგდოტი მოუყვეთ . კიდევ გადააღებინეთ იმდენი სურათი რამდენიც თქვენ გინდათ და არა მას  და დამიჯერეთ თქვენი შეყვარებული არასოდეს , არასოდეს , არასოდეს არ მიგატოვებთ !

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რა უბედურებაა ეს დაგეგმილი ურთიერთობები : \\

 

4 Comments

Filed under მეჰ

So what ?

 

 

ჰეი ,

შენ არც ისე ახალი ხარ მაგრამ მე ეხლა აღმოგაჩინე .

ალბათ ხარ რბილი ( არ ვიცი )

თბილი რომ ხარ ვიცი  –  საყვარელიც .

მერე რა, რომ ხშირად ვერ გნახულობ , უფრო სწორად ძალიან იშვიათად .

მერე რა, რომ სულ რაღაც 8 თვეა გიცნობ .

მერე რა , რომ ცოტა იდიოტურად მომმართავ .

მე მაინც მიხარია შენ რომ არსებობ .

და  ალბათ მომწონხარ .

 

 

7 Comments

Filed under მეჰ

მე მარიამი ვარ.

გაცვეთილების და წყალწაღებულების სამყაროდან .

არ ვფიქრობ რომ თავში რამე უნდა გქონდეს რომ  ცხოვრებაში რამეს  მიაღწიო .

ვფიქრობ ერთი-ორი გრძელი ფეხიც საკმარისია . (ხან მოკლეც ))

ხოდა ამიტომ საღამოობით 7 კილო სტაფილოს ვჭამ.

და ამიტომ წელიწადში ერთხელ გარეთ რომ გავდივარ ხალხი გაკვირვებული მიყურებს . აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ რატომ , მაგრამ გუშინ 10 მეტრის გავლისას 31 წყვილი თვალი რომ დავითვალე დავინტერესდი და პირველივე მინებიან შენობას ჩავაშტერდი .

იქიდან ფორთოხლისფერი გოგო მიყურებდა . დიახ ფორთოხლისფერი და არა სტაფილოსფერი .

მერე დავფიქრდი რა ვქნა რომ არავინ აღარ შემომხედოს თქო ( არა ყურადღება კი არ მაწუხებს უბრალოდ თვლა არ ვიცი კარგად და ) და გადავწყვიტე ქუჩაში ზურმუხტისფერი მანტიით ვიარო . აი სახეს რა მოვუხერხო ჯერ ვერ მოვიფიქრე მაგრამ არაუშავს იფიქრებენ ახალი მოდააო და მეორე გასვლაზე ყველა ფორთოხლისფერი სახის დანახვისას ჩემი ტუჩის კუთხეები ყურებამდე ავა  ( ჩემზე სულელებიც ხომ არსებობენ არა ? )

მე ბევრი რამე არ ვიცი .

მაგალითად თმის დავარცხნა თუმცა ეს სულაც არ მაწუხებს .

არც ის ვიცი სად უნდა ვიხმარო  წერტილი და მძიმე.

ვერც მარჯვენას და მარცხენას ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან .

მარჯვენა თუ მარცხენა ხელზე (რომელზეც უფრო ძნელია) ფრჩხილების დაჭრა მაშინ ვისწავლე როცა დედაჩემი და მამაჩემი დაშორდნენ იმიტომ რომ მე მამასთან ვცხოვრობდი იმან კიდევ ფრჩხილების დაჭრა არ იცოდა , ჰოდა სხვა გზა არ მქონდა ავდექი და ვისწავლე , მაგრამ ლამაზად ვერა იმიტომ რომ მალევე შერიგდნენ.

 

სამაგიეროდ ტირილი ვიცი და იმის დასამტკიცებლად რომ რაღაც მაინც შემიძლია ხშირად ვტირი .

მგონი უფრო ჩემ თავს ვუმტკიცებ იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვტირი.

ვთვლი რომ სულელი ვარ .

აი რომ მკითხოთ ყავა გაჩნდა პირველი თუ ლიმონიო ვერ გიპასუხებთ . არ ვიცი და იმიტომ და არც მინდა ვიცოდe . ყავა და ლიმონი ჩემთვის ატომივითაა.

კიდევ ბევრ რამეზე ვერ გიპასუხებთ .

მოკლედ მე მარიამი ვარ , გაცვეთილების და წყალწაღებულების სამყაროდან და ეს სულაც არ მახარებს : )

2 Comments

Filed under -_-, ვბოდავ, მე - იდიოტი ., ნაჰ, პირადი, ჩაისთან მისაყოლებელი პოსტი