Tag Archives: გოგო

ვაიმე !

ამ ბოლო დროს შევნიშნე ტენდენცია : ” ტელევიზორს არ ვუყურებ – განსხვავებული ვარ ”

ჯერ ერთი ეგ განსხვავებულობა კი არა ინდივიდუალობის გამოხატვაა და მეორეც , როცა დროს რომელსაც ტელევიზორის ყურებაში ხარჯავდი კომპიუტერთან ჯდომაში ატარებ იდიოტობაა და მეტი არაფერი  🙂

კიდევ ერთი იდიოტური ჩვევა აქვთ : გიგზავნიან სურათს ( სავარაუდოდ შვიდიათასჯერ დამუშავებულს, ცხივრმომძვრალშევიწროვებულს, ტუჩებდაპრუწულგადიდებულს და თვალებგამწვანებულანგალულურჯებულს) და გთხოვენ დაალაიქო . ყველა სიკეთესთან ერთად შეუგნებლებიც არიან და როცა 307 თითიდან გამოწოვილ ლაიქს შორის შენს სახელს ვერ ხედავენ ბრაზდებიან . მოსალოდნელია გამარჯობაც აღარ მოგიგდონ ( არ იციან გამარჯობის თქმას ისედაც რომ ვერ ვიტან :)) . ბლინ არ შეიძლება არ მომწონდე და იმ 307 ადამიანივით აფერისტი არ ვიყო ?

ბაზრობებზე და მეორადების (იგულისხმება მალსიც :)) მაღაზიებში ნაყიდ “ბრენდების” ტანსაცმლით ბლატაობაზე აღარაფერს ვამბობ . ბაზრობაზე რამის ყიდვა არანაირად არ მრცხვენია უბრალოდ ვერაფერს ვარჩევ და  მარტო მაგ მიზეზით არ  მივდივარ . რა აზრი აქვს. ბარემ ამოაბრუნეთ ტანსაცმელი და ისე იარეთ, მარკები რომ კარგად დავინახოთ . ყელში ამოხვედით რა !

აჰ კიდევ , რაც უფრო ჯანდაბიდან ამოთხრილი კრეტინული და იიოტური სახელი გაქვს ფბ-ზე მით უკეთესი . მაგალითად (ყოვლადშეუსაბამო სიტყვების მოფიქრებას რა უნდა ): იასამნისფერი იხვი , ვნებააშლილი ლავრენტი , მტკვარში დამხრჩვალი თოლია , მიწიდან ამოთხრილი გული  და სხვა მრავალი . სგსგ მაგრები ხართ !

მოკლედ ” საოცრებებო: ჩემთან ურთიერთობისას ძალიან გთხოვთ ზემოთხსენებული ლინკების გამოგზავნისაგან , თქვენი ტანსაცმლის გამარიაჟებისაგან , თქვენს განსხვავებულობაზე ხაზგასმისაგან და ა.შ თავი შეიკავეთ .

ვინც ვერ გაიგო მსგავს ქმედებაზე ჩემს საშინლად უარყოფით რეაქციას რომ მიიღებთ ნუ გაგიკვირდებათ : ))

მგონი ვსიო .

5 Comments

Filed under ნაჰ

პოსტი.

არსებობენ 4 ტიპის ადამიანები :

1. ადამიანები რომლებიც კითხულობენ.

2. ადამიანები რომლებიც კითხულობენ მხოლოდ  სისულელეებს.

3. ადამიანები რომლებიც კითხულობენ და შიგადაშიგ კითხულობენ სისულელეებს.

4. ადამიანები რომლებიც კითხულობენ სისულელეებს და შიგადაშიგ კითხულობენ.

5. და ბოლოს ადამიანები რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ .

მე მესამე ტიპის ადამიანებს მივეკუთვნები . მაგალითად აი ეხლა ვკითხულობ რაღაც კრეტინულ ბესთსელერს სახელით  ” გოგონა დრაკონის ტატუთი ” რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე შემოსულთა 89%-ს აქვს წაკითხული . ამის წინ ” ნაივური , სუპერი ” წავიკითხე . სადღაც ნორმალურობასა და სისულელეს შორისაა გაჭედილი . მომდევნო იქნება “ჰომო ფაბერი ” ანინას ეწერა რომელიღაც პოსტში და დამაინტერესა . პრინციპში მაგ წიგნის გამო წავედი “ბიბლუსში” და ეს ორი სისულელეც მივაყოლე ^

“ნაივური, სუპერის” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ჩემს ბლოგზე დავამატო კატეგორია ” სიები”

პოსტები დაახლოებით ასეთი იქნება :

ამჟამად გამაჩნია :

ჩემი საკუთარი ოთახი

47 წიგნი ( სასკოლო წიგნების გამოკლებით)

9 პაკეტი “იაკობსი”

4 საკუთარი ჭიქა ( 1 თერმოჭიქა)

თითქმის დამტვრეული წითელი როლიკები

9 სხვადასხვანაირი კრემისფერი მანიკური

2 მამიდა

2 ძია

2 ბებია

1 ბაბუა

1 ძმა

6 ბიძაშვილი

2 დეიდაშვილი

9 მეგობარი

ბლოგი

ნახევრად შეჭმული ვაშლი და იმედი რომ ახლო მომავალში მოკლე პოსტების წერას გადავეჩვევი.

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, სიები

ქაღალდის თვითმფრინავები

იმ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა. ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან. არც საუზმე გახსენებია, არც წყურვილი უგრძვნია, საპირფარეშოშიც კი არ შესულა. რაც ხელში მოხვდა, ის გადაიცვა. თეთრი, კოპწია ხელჩანთა იღლიაში ამოიჩარა და გარეთ გავიდა.

მთვარეულივით მიჰქონდა ფეხი. შემხვედრნი უბრად ეცლებოდნენ გზიდან და თვალს აყოლებდნენ. არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება – ფეხები თავისით მიაქანებდნენ.
კინოთეატრის ფოიეში უხმაუროდ შეპაკუნდა. ბილეთის აღებაზე არც უფიქრია, ისე შევარდა დარბაზში.
დილის სეანსი გადიოდა.
გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.

მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა. ბოლოში კედელს გადაწააწყდა – ნახევარბრუნი ჰქნა, განაპირა სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა.
`მთავარს თვალებით ვერ დაინახავ!~ – ჩაუკრა თვალი ეკრანიდან ფილმის გმირმა.
უცებ გათბა. თითქოს აივსო კიდეც. მერე გვერდით მჯდომისკენ წააპარა თვალი და გაიღიმა.
ნელა მოატრიალეს მისკენ სახე. კაი ხანს აკვირდებოდნენ.
-მოვედი.

– მოჭრით ამოთქვა ამან და ტუჩები კეკლუცად მოპრუწა.
არაფერი უპასუხეს. მხოლოდ თავი დააქნიეს მძიმედ და კვლავ ეკრანისკენ მიაბრუნეს.
უმალ შეამჩნია – დარბაზში მარტონი ისხდნენ.
`მთავარს თვალების ვერ დაინახავ!~ – გაიმეორა ისევ ფილმის პერსონაჟმა.
დაძაბული იჯდა და ეკრანს თვალს არ აშორებდა. თან გვერდით მჯდომის სახის აღდგენას ცდილობდა გონებაში, მაგრამ არ გამოსდიოდა. როგორც კი ეკრანზე გადაჰქონდა ყურადღება, იმწამს ემღვრეოდა მეხსიერებაში თითქოს მყარად ჩაბეჭდილი გვერდის მჯდომის სახის ნაკვთები. Continue reading

5 Comments

Filed under მეჰ

“ფსიქიკური აშლილობის” ნიადაგზე მონდომებული თმის გადაპარსვა და “ვერგადაპარსული” თმით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა

 

 

ორი-სამი დღის წინ ჩემმა მეგობარმა ( ბიჭმა) გადაიპარსა თმა. თავიდან არანაირი რეაქცია არ მქონია , ვიფიქრე , “მერე რა , დაცხა და გადაიპარსა” , “მობეზრდა ვარცხნა და გადაიპარსა” , ” აზუხებდა და გადაიპარსა” , ნუ მოკლედ რამდენიმე სრულიად უწყინარმა მიზეზმა გამიელვა თავში და მერე მთელი დღე აღარც ის ბიჭი გამხსენებია და არც მისი გადაპარსული თავი .

საღამოს გარეთ წანწალის შემდეგ მე და მარიამი “ჩვენს სახლში” რომ დავბრუნდით და მარიამმა თავისი გრძელზე გრძელი თმის ვარცხნა დაიწყო  მერე დავფიქრდი რომ საშინლად არ მომწონდა ჩემი თმა და არგუმენტიც მქონდა : “არა გრძელი თმაც მინდა , მაგრამ ეს თმა როდის გამეზრდება? თან ისედაც ყველას გრძელი თმა აქვს და რამდენიმე თავგადაპარსულ გოგოს კიდევ ერთი თუ შეუერთდება არც მათ მიემატებათ დიდად რამე და არც დედამიწას დააკლდება. ანუ ჯობია გადავიპარსო. ” მერე უფრო ჩემი თავისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად ვიდრე ვინმეს გასახარებლად საკუთარ ანარკლს გავუღიმე ( ძნელად თუ შეიძლება ამას ღიმილი ეწოდოს ) სარკეში და  ” პირი გავაღე” .

პასუხები იყო არც ისე განსხვავებული ერთმანეთისგან მაგრამ “საზრიანობით” ყუველა ერთმანეთს წააგავდა :

ბიცოლაჩემი : სულ გაგიჟდი ხომ ?

ბიძაჩემი : სახლში არ შემოგიშვებ !!!

მეგობარი : დიდი სახე გაქვს არ მოგიხდება .. ))

მამიდაჩემი : თმებს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები იპარსავენ :ტროლლ: რამე მოხდა? ფსიქოლოგთან წავიდეთ ? და ა.შ . თანაც დედაშენი არასოდეს არ გადაგაპარსინებდა თმას ( ყველაზე იდიოტური არგუმენტი კარგად მასოვს დედა სუ მეუბნებოდა შენი თმაა და რაც გინდა ის უქენიო ) , – მერე ამას კიდევ უფრო იდიოტური არგუმენტი მოაყოლა : ხვალ მამაშენის დაბადების დღეა, თუ გახსოვს, ჰოდა ნორმალური ადამიანივით შეხვდი. ( ბლინ, გადაპარსული თმით ვერ შევხვდები მამაჩემის დაბადების დღეს ? )

მეორე მეგობარი : შენგან არაფერი არ მიკვირს .

მეორე ბიძაჩემი : ღმერთმა ქაი გააჩინა თმიანი !!

მესამე მეგობარი : მარიამ , წადი თავი მოიკაი რაა .. ( with pleasure)

თმის გადახოტვრა (თითქმის) გადავიფიქრე და “აღფრთოვანებულ”-აღშფოთებული მივუჯექი მაგიდას რომ რამე დამეწერა .

საყვარელო მამიდავ , ხალხნო და ჯამათნო , ძვირფასო მეგობრებო და ჭორიკანა ბებოებო ! 

არ ვარ არც ფსიქიკურად დაავადებული, არც გიჟი ( ჰო რავიცი ) და არც გადარეული , არც თავის მოკვლას ვაპირებ და არც შეყვარებულს მივუტოვებივარ .

უბრალოდ მინდა მინდა მინდა  თმის გადაპარსვა .

მადლობთ ყურადღებისთვის !!!

სუყვარულით თქვენი საყვარელი გიჟი მეგობარი , დეპრესიული ძმიშვილი და ამორძალი უზნეო ბავშვი : მარიამ მამაიაშვილი .

ნახვამდის .

 

 

12 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი