Tag Archives: LOVE

ქაღალდის თვითმფრინავები

იმ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა. ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან. არც საუზმე გახსენებია, არც წყურვილი უგრძვნია, საპირფარეშოშიც კი არ შესულა. რაც ხელში მოხვდა, ის გადაიცვა. თეთრი, კოპწია ხელჩანთა იღლიაში ამოიჩარა და გარეთ გავიდა.

მთვარეულივით მიჰქონდა ფეხი. შემხვედრნი უბრად ეცლებოდნენ გზიდან და თვალს აყოლებდნენ. არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება – ფეხები თავისით მიაქანებდნენ.
კინოთეატრის ფოიეში უხმაუროდ შეპაკუნდა. ბილეთის აღებაზე არც უფიქრია, ისე შევარდა დარბაზში.
დილის სეანსი გადიოდა.
გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.

მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა. ბოლოში კედელს გადაწააწყდა – ნახევარბრუნი ჰქნა, განაპირა სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა.
`მთავარს თვალებით ვერ დაინახავ!~ – ჩაუკრა თვალი ეკრანიდან ფილმის გმირმა.
უცებ გათბა. თითქოს აივსო კიდეც. მერე გვერდით მჯდომისკენ წააპარა თვალი და გაიღიმა.
ნელა მოატრიალეს მისკენ სახე. კაი ხანს აკვირდებოდნენ.
-მოვედი.

– მოჭრით ამოთქვა ამან და ტუჩები კეკლუცად მოპრუწა.
არაფერი უპასუხეს. მხოლოდ თავი დააქნიეს მძიმედ და კვლავ ეკრანისკენ მიაბრუნეს.
უმალ შეამჩნია – დარბაზში მარტონი ისხდნენ.
`მთავარს თვალების ვერ დაინახავ!~ – გაიმეორა ისევ ფილმის პერსონაჟმა.
დაძაბული იჯდა და ეკრანს თვალს არ აშორებდა. თან გვერდით მჯდომის სახის აღდგენას ცდილობდა გონებაში, მაგრამ არ გამოსდიოდა. როგორც კი ეკრანზე გადაჰქონდა ყურადღება, იმწამს ემღვრეოდა მეხსიერებაში თითქოს მყარად ჩაბეჭდილი გვერდის მჯდომის სახის ნაკვთები. Continue reading

5 Comments

Filed under მეჰ

ბუები

ჟაკეტი შემოვიცვი და გარეთ გავედი . ფეხით მინდოდა სიარული .  ვინმეს დებილი რომ არ ვგონებოდი უკანასკნელი 5 ლარიანი სანაგვეში ჩავაგდე  და იმ დილას პირველად გაიღიმე საკუთარი გონებაგახსნილობით გახარებულმა . წაშლილი სახით და ყურსასმენებით მივდიოდი . მოღრუბლულია მთელი დღეა . ჟინჟლავდა .

ფილებზე რომ გავედი პირველი შეხვედრა გამახსენდა . საშინლად არ მომეწონა , მახსოვს . აი ზუსტად ისეთი ტიპი იყო როგორსაც ვერ ვიტანდი . თან რაღაც საშინელი გაფარჩხული შარვალი ქონდა და მწვანე ჟაკეტი ( მაგ ჟაკეტის გამო მწვანე დავარქვი )    დიდი ბათინკები მეცვა (მაშინ არ იყო შემოსული) და  დამცინოდა ..

მეორედ რომ ვნახე მომეწონა . ხელი გადამხვია ისე და გამაჟრჟოლა თუ რაღაც  ..

მესამედ იმასაც მოვეწონე .

მერე სკაიპში დამამატა :დ

მერე ჩემი მეგობრებიც გაიცნო და ნუ მოკლედ სულ ერთად გვიწევდა ყოფნა .

გუმბათთან ვიდექით ხოლმე და ვლაპარაკობდით . უფრო სწორად ის ლაპარაკობდა მე გაყუსული ვიდექი ხოლმე და “Dumb”-ი დამარქვა :დდ

მერე სოფელში წავედი 2 კვირით . ტელეფონი არ მქონდა და არ შევხმიანებივარ . რომ ჩამოვედი გაბუტული დამხვდა :დ

პირველი საჩუქარი სკოლაში მომიტანა . სამაჯური იყო და Dumb ეწერა . სამი ასო დავკარგე , “ბ” დამრჩა .

ისე დავქლიავდი რომ დამივარდა , მომაწოდა და ხელზე გამიკეთა . ზარი დარეკილი იყო უკვე , ვაკოცე და კლასში წავედი .

მერე მითხრა მიყვარხარო . სკაიპში . :დდ აპრილი იყო .

მერე დებილებივით ვიყავით . ვახოს გარდა არაფერი აღარ არსებობდა :დ თან დღიური მქონდა მაშინ და სულ ვახოზე ვწერდი : ” მე და ბუ იქ წავედით .. ” ” ბუმ ეს თქვა .. ”  ” ბუმ მითხრა მიყვარხარო .. ” ” ბუმ დამაბზრიალა .. ” ” ბუმ ეს მომწერა .. ” და ა . შ ..

პირველად ლოყაზე რომ მაკოცა არ ვიბანდი :დდ მაგ დღეს ნანუ დარჩა ჩემთან და დილით ვანაში რომ შევედით დავაყრუე იმხელა ვიკივლე .. დამავიწყდა და დავიბანე .

ზაფხულში სოფელში რომ წავედი ერთი რვეული ავიღე და ყოველ დღე ვახოს “ველაპარაკებოდი” . აღარ მახსოვს რეები ეწერა . იმას აქვს .

რომ ჩამოვედი ხმას ვერ ვიღებდით .. :დ ჩებურაშკას მეძახდა და რომ ჩამოვედი ვაჩუქე .. ვახოსთან ეძინა ხოლმე ღამე :დდ

ჩემ დაბადების დღის წინა დღეს მომატყუა ხვალ სკოლაში არ მოვდივარ დედაჩემს უნდა მივეხმარო ბაღშიო და გაბრაზებული ვიყავი . მეორე დღეს მესამე გაკვეთილზე მომწერა ეზოში ჩამოდიო . ბიბი ეკავა ხელში და თვითონ არ ჩანდა .. :დ

მერე გიტარაზე შევედით ერთად . თავიდან მასწავლებელს და-ძმა ვეგონეთ :დ . მე რომ მეზარებოდა ჩაწერა ბუს ვაწერინებდი ხოლმე სიმღერებს . ერთხელ დაიწუწუნა , იმის ნაწერი გადავჟღაბნე კალმით და მე დავიწყე წერა :დ

ეს ვახომ

ეს ბუმ

ეს მე
ეს მე

გიტარიდან რომ მოვდიოდით იმ ეზოში სკამზე ვიჯექით ხოლმე და რაღაც იდიოტობებს ვლაპარაკობდით ..

წინა ახალ წელს ბებოსთან უნდა გადავსულიყავი და მეზარებოდა . გადმობოდიალდა და ერთად წავედით , ფეხით . იმას თოვლის ბაბუის ქუდი ეფარა მე მიკი მაუსის ყურები მეკეთა და დავდიოდით დებილებივით :დ ( ეგ ყურები თვითონ მაჩუქა , ალიან მინდოდა და არ ვიცოდი  სად იყიდებოდა . მერე პოლიმ გაღრღნა :|| )

მერე მაღაზიაში წერო ნახა ( მე წეროს მეძახიან ) და მაჩუქა . მერე მაკოს ეზოში ვიჯექით . ვიღაცას გიტარა ქონდა . მე დაკვრა მინდოდა მარა აკორდები არ ვიცოდი . ვახო აკორდებს იღებდა მე ვუკრავდი :დდ

სკოლაში დასვენებებზე სულ ერთად ვეგდეთ ხოლმე . ჟელიბონებს და ბონიბონებს მაჭმევდა ხოლმე თავისი ხელებით :დ

მწვანე

მწვანე

მაისი იყო მგონი ,  მაკოსთან ვიყავი და წვიმა რომ დაიწყო წამოვედი . სადარბაზოში ვახო დავინახე გამოვიდა “გაგაცილებ”-ო .  ძალიან დაცხო მერე და პადიეზდში შევედით . ვიდექით ესე გალუმპულები . მერე უკან მივბრუნდით . მიმაცილა მაკოსთან და სახლში წავიდა . მაკოს ტანსაცმელში ძლივს ჩავეტიე , თვალით ველაპარაკებოდით და დამცინოდა მუტანტი ხარო :დდ

მერე ზაზუნა მაჩუქა – პოლი . განიავდა..

სუნი ქონდა ხოლმე რაღაცნაირი , კილომეტრებში ვგრძნობდი :დდ თავისი მაიკა მაჩუქა და სახლში სულ იმით დავტანტალებდი და ვყნოსავდი ხოლმე :დდ

ეს დედამისმა მაჩუქა 8 მარტს :დდ

ეს დედამისმა მაჩუქა 8 მარტს :დდ

ერთხელ მპ3-ს საყიდლად გამომყვა . მთელი რუსთავი მოვიარეთ და არსად არ იყო . მე ვწუწუნებდი , მთელიდღე ამიტანა .  : დ

რომ ვბრაზდებოდი მაშინ ვუყვარდი ხოლმე ძალიან :დ ეცინებოდა ხოლმე :დ საყვარელი ხარ რომ ბრაზდებიო . მერე მეც მეცინებოდა და ვრიგდებოდით .. :დ

ერთხელ რაღაცაზე გამაბრაზა და მთელი დღე არ ველაპარაკებოდი . საღამოს ჩემ  ფანჯრებთან მოვიდა თავის ძმაკაცებთან ერთად . რაღაცას აჭყიპინებდა ( სულს რომ უბერავ და რომ იშლება ჭყიპინით) . შევურიგდი .

თავისმა დამ გაუკრა კედელზე :დდ

თავისმა დამ გაუკრა კედელზე :დდ

5 თვის წინ დავშორდი . რაღაც იდიოტობის გამო ( მაშინ არ მეჩვენებოდა იდიოტობადდ) .

3 თვე მწერდა , მირეკავდა , სკოლასთან მოდიოდა ..

აი გული :დ

აი გული :დ

გულიც მაჩუქა :დ  არ ველაპარაკებოდი და ჯიბეში ჩამიდო ჩუმად ..

ბუს მეძახდა და ვეძახდი , რატომ არ მახსოვს .. :დ მერე ბუ მაჩუქა ” რომ დავინახე შენ გამახსენდი”-ო :დ

მგავს ?

მგავს ?

ახალ წელს შევურიგდი . მერე მალევე დავშორდი ისევ იდიოტობაზე . მერე მერე ცოტა ხანი კიდევ მირეკავდა , მწერდა , სკოლასთან მხვდებოდა ..

მერე ვიღაც გაიცნო ..  და რაღაც სხვანაირი გახდა . აი ისევ ისეთი პირველად რომ ვნახე და ვერ ვიტანდი . არა მგონი უარესიც .

ეხლა ჩემთვის არაფერს აღარაფერს აღარ ნიშნავს …

ყურსასმენები მოვიხსენი . დავინახე . სმაილიანი მაიკა ეცვა . გასაღებზე სხვა ბრელოკი ეკიდა . და ეკიდა .

წავედი მე , ნანუ მელოდება .

პ.ს : ჩვენი სურათები წავშალე და თუ ვნახე სადმე დავდებ ))

Owls

14 wlis gavxdi :DD

14 wlis gavxdi :DD

5 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

waiting for saturday ( Not anymore ^.^)

როცა გგონია რომ ყველაფერი თავიდან იწყება .

რომ ისევ შეძლებ

რომ დაივიწყებ

რომ შეიყვარებ

რომ აღარ მიწერ

რომ აღარ იტირებ

რომ ისევ ნახავ

რომ ისევ დაბრუნდება

სულ ტყუილად გგონია .

და იმისთვის რომ გაიგო ისევ შეძლებ თუ არა და დაბრუნდება თუ არა უნდა მოისმინო და არა წაიკითხო .

ველოდები შაბათს .

არ ვიცი რა იქნება .

უბრალოდ ვიცი რომ მერე მეცოდინება რა უნდა ვქნა .

-_-

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

ოღჩ !!!

სულ შემთხვევით ვიპოვნე . ისიამოვნეთ .  აშკარად უდიდესი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს : ))

 

1.უთხარით მას რომ ის ძალიან ლამაზია.

2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.

3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.

4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.

5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.

7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.

8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.

9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.

10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)

11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.

12.ეთამაშეთ მის თმას.

13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.

14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.

15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.

16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.

17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.

18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.

19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.

20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)

21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.

22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.

23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.

24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.

25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.

26.აკოცეთ მას წვიმაში.

27.გიყვართ?!უთხარით!

 

ნუ მოკლედ ბიჭებო : დაიწვრილეთ ხმები როცა მას ურეკავთ , აკოცეთ როცა გაცეცხლებულია არ აქვს მნიშვნელობა წვიმს თუ მისი მეგობრები არიან გარშემო ( ჰო ხელის ხელზე მოკიდება არ დაგავიწყდეთ ! თუნდაც წამიერად ) . ნუ თუ კომპლექსები გაწუხებთ კისერზეც შეიძლება ( ან ყელზე ) ჰო პარალელურად შეგიძლიათ ეცეკვოთ და თუ მუსიკა არ გაქვთ არც ეგაა პრობლემა შეგიძლიათ იმღეროთ . ჰო კიდევ საღამოობით კენჭების სროლა არ დაგავიწყდეთ და  რომ გაეღვიძება და გამოიხედავს ” მენატრები”-ს მაგივრად შეგიძლიათ რამე სულელური ანეგდოტი მოუყვეთ . კიდევ გადააღებინეთ იმდენი სურათი რამდენიც თქვენ გინდათ და არა მას  და დამიჯერეთ თქვენი შეყვარებული არასოდეს , არასოდეს , არასოდეს არ მიგატოვებთ !

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რა უბედურებაა ეს დაგეგმილი ურთიერთობები : \\

 

4 Comments

Filed under მეჰ

So what ?

 

 

ჰეი ,

შენ არც ისე ახალი ხარ მაგრამ მე ეხლა აღმოგაჩინე .

ალბათ ხარ რბილი ( არ ვიცი )

თბილი რომ ხარ ვიცი  –  საყვარელიც .

მერე რა, რომ ხშირად ვერ გნახულობ , უფრო სწორად ძალიან იშვიათად .

მერე რა, რომ სულ რაღაც 8 თვეა გიცნობ .

მერე რა , რომ ცოტა იდიოტურად მომმართავ .

მე მაინც მიხარია შენ რომ არსებობ .

და  ალბათ მომწონხარ .

 

 

7 Comments

Filed under მეჰ

One is better than two .

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Take me away .

10 000 – ჯერ მაინც გამოვსულვარ ამ სადარბაზოდან .

30 000 – ჯერ მაინც გამივლია ამ ქუჩაზე .

50 000 – ჯერ მაინც ჩავმჯდარვარ ამ მარშუტკაში .

5 000 – ჯერ მაინც მისეირნია ამ ფილებზე კიდურების ატკიებამდე . ( მასთან ერთად)

60 000 – ჯერ მაინც შევსულვარ ამ მაღაზიაში .

15 000 – ჯერ მაინც ჩამოვვარდნილვარ ამ საქანელიდან.

25 000 – ჯერ მაინც  დამვარდნია ნაყინი ამ ადგილას .

25 000 – ჯერ მაინც შემიგინია (გულში) იმ ადგილიდან ორ მეტრში იმიტომ რომ ნაყინი დამივარდა.

75 000 –  ჯერ მაინც გადამიხედავს ამ აივნიდან .

86 000 – ჯერ მაინც ვმჯდარვარ ამ მაგიდაზე .

86 000 – ჯერ მაინც მომისმენია ჩემი მეზობელი ქსენიას წყევლა ჩემი ჯდომის კულტურის გამო.

და 100 000 – ჯერ მაინც მიფიქრია რა მოხდებოდა რომ ჩემი დიდი ბაბუა სამუშაოს საძებნელად რუსთავის მაგივრად თბილისში ან სადმე სხვაგან ჩასულიყო .

მოხდებოდა ის , რომ მე არ დავტკეპნიდი ერთი და იმავე ადგილს კიდურების ატკიებამდე .

არც გულის არევამდე ვიჯდებოდი საქანელაზე რომელიც ცალმხრივად მიყვარდა 12 წლის განმავლობაში .

არც იმას შევხვდებოდი ..

არც ქსენია ამატკიებდა თავს ყოველ საღამოს .

ხმადაბლაც არ შევიგინებოდი ჩემი მოუხერხებლობის გამო .

არც არავის შევაწუხებდი .

არც არავინ შემაწუხებდა .

– მაგრამ როგორ ?

იქაც ხომ იქნებოდნენ ადამიანები ? ნაცნობები ?

ქსენია თუ არა ჟენია იქნებოდა .

საქანელა თუ არა სასრიალო მაინც .

იმას თუ არა სხვას ხომ შევხვდებოდი .

ის თუ არა სხვა ხომ მატკენდა  .

და მე აღარ ვაგინებ ( რა თქმა უნდა გულში ) ჩემს დიდ ბაბუას თავისი არჩევნის გამო .

რა მოხდებოდა საერთოდ რომ არ დავბადებულიყავი ?

1 კომენტარი

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., ნაჰ, პირადი

ხომ გეუბნებოდი მიხვდები -თქო  რა უფერული და უინტერესოც ვარ .  მალე მიხვდები-თქო .

არ ვიცი მიხვდი თუ არა .

ეხლა გეუბნები რომ მალე გაამტვრევ კედელს შუბლით და იმხელა კოპი ამოგივა მეც ვეღარ მოგირჩენ . გვიანი იქნება და იმიტომ .

ვიცი რომ იცი .

ხოდა გეუბნები – ინანებ !

იმდღეს გნახე .

ზურგზე შემისვი

– არ გემძიმები თქო ? – გკითხე .

– ეხლა არაო .

არ ვიცი როგორ გავიგო .

არ ვიცი როგორ გაგიგო .

მეუბნები ახალი ფეხსაცმელი არ მომწონს , ძველი მირჩევინაო მაგრამ მაინც ახლით დადიხარ .

არ მესმის .

ვერც ვერასდროს გავიგებ .

და არც მინდა .

მალე მოგბეზრდება ეგ ახალი ფეხსაცმელები , მაგრამ ძველი აღარ ჩაგეტევა და გატკენს .

anyway , I don’t care you anymore.  : )

4 Comments

Filed under -_-, ვბოდავ, მე - იდიოტი ., ნაჰ, პირადი

და მაინც .

მაშინ როცა სამზარეულოში ჩაიდანი წუილებს მე საწოლში ვტრიალებ .

ჩაიდანი წარმოსახვითია , სამზარეულოც , წუილიც .

ამით ჩემი თავი მეუბნება რომ უნდა ავდგე , ჩავიცვა ან არ ჩავიცვა ( მე მეორეს ვირჩევ ხოლმე) და გაზქურაზე ჩაიდანი დავდგა .

ჩემი ფეხები უკვე მიეჩვია გაყინულ მეთლახს და რეაქცია აღარ აქვს როცა მე ჩაის\ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში დავტანტალებ .

ჩაიდანი ადუღდა . ტვინისწამღებად წუილებს . “უნდა შევცვალო” გავიფიქრე და ლიმონი გამოვიღე მაცივრიდან .

მერე გამიკვირდა . უკვე ერთი კვირაა  აღარ ვფიქრობ და იმიტომ . რაც მინდა რომ გავიფიქრო ხმამაღლა ვამბობ , ასე თავიდან ვიცილებ იმის გაფიქრებას რაც არ მინდა რომ გავიფიქრო .

ამას რომ ვფიქრობდი ყავა ფეხებზე გადამექცა . ” კიდევ კარგი შარვალი არ მაცვია ” გავიფიქრე ისევ .  ჯანდაბა !

ყავის მეორედ დასხმა არც მიფიქრია . მეზარებოდა .

დილა საშინლად დაიწყო . ყავის გარეშე და ფიქრით .

მერე გამეღვიძა .  ორი ზომით დიდი მაიკა ჩამოვიცვი თავზე , ფეხზე წინდები ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი .

ჩემი ფეხები სითბოს მიუჩვეველი იყო და ამიტომ ცერებზე დავდიოდი . გაზქურაზე ჩაი დავადგი და ჭიქა მაგიდის სიღრმეში შევაცურე რომ ზედ არ გადამქცეოდა  .

ჩაიდანმა ორთქლის გამოშვება დაიწყო და გამოვრთე . მაცივრიდან გამოღებული ლიმონი ჭიქაში ჩავწურე და მაგიდაზე ჩავოჯექი . ფეხები ავიკეცე .

მერე გამახენდა , ყველაფერი გამახსენდა . .

მერე ამეტირა ,ამეყვირა ..

მერე ყავა ფეხებზე გადამესხა ..

მერე მეტკინა ..  სადღაც , რაღაც ..

მერე გავიაზრე ..

მერე მივხვდი ..

მერე დავწყნარდი ..

მერე ფეხებზე დავიკიდე ..

მერე იმას მივხვდი რომ ღირსი იყო ..

მერე გამეღვიძა . ადგომა არც მიცდია . არც ყავის ადუღება . არც განძრევა .

ცუდია ყველაფრის თავიდან დაწყება . დაგივიწყებ .

8 Comments

Filed under -_-, ვბოდავ, მე - იდიოტი ., პირადი

.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized