Tag Archives: ვბოდავ

არამათემატიკური პეპელა

402417_126460494175836_1484933261_n

ციკლიდან: “საყმაწვილო პოლიტიკური რაფსოდია”

(ჟანრი – თვითირონია)

ფაბულა:   უმუშევარი ინტელიგენტის , ანუ საზოგადო მოღვაწის ვიზიტი, ზრდილობიანი უროსობისა და სიბრიყვის სიბრძნის ბუტაფორიასთან, ანუ  თანამდებობის პირთან- ჩინოვნიკთან ( ვიზიტის იდეა: “კულტ-კარგ-საზოგ-ქვეყ-ხალხ-ხელოვნ-საჭირ-ისტ-ფართ-საკითხ-ფილოსოფ-ფსიქ-მესიალუურ”_მოკლედ,, მშვენიერი კოხტა საქმისა).

თხრობის გადმოცემა მიმდინარეობის ადრეულ ჩინურის სუფთა ცნობიერების ფილოსოფიურ-მედიტაციური სტილით.( შესაძლოა ესაა სალო-ძის იდეების მიზეზთა საბაზისო გასაღები, ?! ).

 

                                 

“მთავარი თმა არაა მთავარია ვარცხნილობა”

(IV საუკუნის ლუვრი. ერთი რომანტიკული უკიდურესობა)

“მთავარია თმა გქონდეს, დავარცხნას ყოველთვის  მოახერხებ”  ( მუშათა კლასი. XX საუკუნე. მეორე პრაგმატული უკიდურესობა) Continue reading

10 Comments

Filed under ვბოდავ, მეჰ, Uncategorized

Grow up.

tumblr_mduqjhaPZ91rln8vao1_500_large

ფიროსმანზე , იტალიური ეზოს ერთ-ერთ სამზარეულოში ვდგავარ და ნალექიან ყავას ვადუღებ . ვერაფერს იტყვი, უჩვეულო სიტუაციაა ჩემთვის : ვერ ვიტან იტალიურ ეზოებს და ნალექიან ყავას . დაყირავებული ხის აივნით ,ხელში ყავითურთ სასტუმრო ოთახში გავდივარ, სავარძელში მოუხერხებლად ვჯდები და აზმუზნული ფიზიონომიით უგემურად უგემურ ყავას ვყლუპავ . მერე იწყება : ჟირაფი – ფულს ნიშნავს , თვის ბოლოს ფული გექნება .. ოოო თეთრი ფონია , ეს კარგია .. ლომი.. ლომი სიძლიერეა და ბევრი რომ არ გავაგრძელო თქვენც კარგად გეცოდინებათ ეს ტექსტი თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ შინაბერა მამიდათქვენთან და მის ასევე შინაბერა მეგობართან არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში , ბევრი ბევრი ნალექით და ჭორებით .

კოვბოის ჩექმები ვიყიდე . წითელი.

სახლში ყვითელი ავტობუსით დავბრუნდი ..

შემოსასვლელში დაუდევრად დაგდებული “ვინსტონის” კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვანაში შევდივარ . კოლოფი ბიძაჩემისაა . შიგთავსი ჩემი . ვფიქრობ რომ ვერაფერს მიხვდება .. ან მიხვდება ..

არ მაინტერესებს .

მიყვარს ტყუილები .

ისე კარგი მსახიობი გამოვიდოდა ჩემგან . გამოვიდოდა ..

ბაბუაჩემს უნდა რომ საექიმოზე ჩავაბარო .

მამიდაჩემს უნდა რომ ინტერიერის დიზაინზე ჩავაბარო .

ბებიაჩემს უნდა რომ ჩავაბარო.

მე მინდა რომ სამსახიობოზე ჩავაბარო .

ბიძაჩემს უნდა რომ .. ბიძაჩემს არ ვიცი რა უნდა .

წყალს ვუშვებ , ვიხდი და ვანაში ვდგები . სიგარეტს ვუკიდებ .

Copy of tumblr_m00tk7ZpfN1qbyhqno1_500_large

ალბათ ოდესმე დადგება ჩემგან კარგი მწერალი . მწერალი თუ არა ბლოგერი მაინც . პრინციპში ბლოგერობა მწერლობას არ ნიშნავს ?  ვისთვის როგორ . ყველა სხვადასხვა მიზეზით წერს თუმცა ჩემი აზრით მიზანი მაინც ერთია : პოპულარობა . წერის სურვილის დაკმაყოფილება კალმითაც შეიძლება-ფურცელზე . მარტივად . თუ კალმით გეზარება ვორდის ფაილიც არსებობს, თუ საიდუმლოს წერ რამეს – კოდირებული დღიური . პროგრამაა. ნუ მოკლედ, თქვენც კარგად იცით.

სიგარეტი პატარავდება ..

მეც ვპატარავდები..

აბაზანაც..

წყალიც ცოტავდება და მოპირდაპირე  კედელზე შემხმარი ბუზიც . არც ეს მაინტერესებს .

ცოტა ხანში წყალს გამოვრთავ , სიგარეტის ნარჩენს  ქაღალდში გაავხვევ და სანაგვეში ჩავაგდებ.

როგორც ყოველთვის მეგონა რომ ბოლოს მოიტანდა. როგორც ყოველთვის არ მოიტანა.

ვანიდან რომ გავალ შეყვარებულს მივწერ .

მოიცა რომელს ? პირველს , მეორეს თუ მესამეს ? : \\

პირველი ვირტუალურია , მეორე – რეალური , მესამე.. პრინციპში მესამეც ვირტუალური..

პირველი ერთხელ მყავს ნანახი .

მეორე უჰჰ..

მესამეც ერთხელ ნანახი და ბევრჯერ დანახული .

თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს .. არა მე კი არ მომწონს რომ მიზიდავს,  თავისით ხდება , უნებურად .

მაინტერესებს  ცუდი გოგო ვარ თუ კარგი ? ისიც მაინტერესებს რამდენ გოგოს ყავს 3 შეყვარებული ერთად ? ეს ნორმალურია ?

ალბათ რომელიმეს უნდა დავშორდე . და რომელს ? მე ხომ თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს . გადავიფიქრე . დაშორება არა,  თითიდანგამოწოვილიურთიერთობებისადმი სწრაფვა 🙂 მეორეს და მესამეს დავშორდი . პირველი მიყვარს. პირველი კაი ტიპია .

პროცესიის დასრულების ბოლოს სინანული მიბყრობს . სიგარეტის მოწევისას რამე სასარგებლოც რომ გამეკეთებინა, მაგალითად : ფეხები რომ გამეპარსა ეხლა ჩემი ნამუსი ასე არ ამაგდებდა . მაგრამ მე ხომ იდიოტი ვარ.

ხვალ ან ზეგ ამ ყველაფერს ჩემი ნაცნობები , მეგობრები , შეყვარებულები, ნათესავები წაკითხავენ და ვერ გაიგებენ   რა არის ტყუილი და რა- მართალი .  წაიკითხავენ და დააინტერესებთ , დააინტერესებთ და წაიკითხავენ..

შაბათს პირველს უნდა შევხვდე , ჩემს კოვბოის ჩექმებს უკან ბზრიალა უნდა დავამაგროთ და კარფურში კალათებით ვიკატაოთ , მერე თოვლის ბაბუა დავკეროთ და მის ქოხში შევსახლდეთ .

მე – ჩინელი სნეგურაჩკა .

ის – არანორმალური სანტა კლასუსი .

ბედნიერ შობას გისურვებთ 🙂

პ.ს : ჰო მართლა , ზემოთ მოგატყუეთ მატყუარა ვარ-თქო , ხომ გითხარით ტყუილები მიყვარს მეთქი. 🙂

7 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

ფერები

2004

ჩემს მეგობარს დალტონიკი დეიდაშვილი ყავს . 11 წლისაა . ვარდისფერი უყვარს და ელექტრო მწვანედ შეღებილი ოთახი აქვს . მის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს ადამიანი რომელიც ვერ იტანს მწვანეს , მითუმეტეს ელექტროს . როცა სინათლეა ყველაფერი კარგადაა , მაგრამ 5:27 წუთზე , როცა უკვე ბინდდება , მეზობელი ბინიდან საშუალო ასაკის, წითური სათვალეებიანი ბიჭი მოდის , შედის დალტონიკის ოთახში და ფარდებს აფარებს. ფარდები ბიჭის შერჩეულია . მუქი. შავი. გოგონას არ უყვარს შავი , უფრო სწორად არ უყვარს როგორც აღიქვამს მას . ითხოვს შავი ფარდები ჩამომიფარეთ, არ მიყვარს მწვანეო , მაგრამ ყვითელ ფარდებში რომელსაც გოგონა შავად აღიქვამს, ელექტრო მწვანე ანუ-ვარდისფერი მაინც აღწევს შესაბამისად გოგონას ოთახში ბიჭის დაჟინებული მოთხოვნით შავი-მწვანე ფარდა კიდია.

2005

დალტონიკს ლინზები უყიდეს . ლინზები წითელია . მისი ოთახი თეთრი . წითელი+თეთრი=ვარდისფერი .

5:27 . ბიჭი სამზარეულოს მაგიდასთან ზის , ყავას სვამს და მოპირდაპირე ბინის ყვითელფარდებიან ფანჯარაში მჯდომარე დალტონიკს უყურებს . დალტონიკიც ყავას სვამს . მოსწონს ლურჯი..

ყველაფერი კარგადაა.

2007

დალტონიკი გაიზარდა , ვარდისფერი ისევ ისე უყვარს , მაგრამ ლინზები თვალებს ტკენს . ბიჭს ისევ ისე აღიზიანებს მწვანე , მითუმეტეს ელექტრო.

ყველაფერი ნორმალურადაა.

2009

დალტონიკს ლინზები მოხსნეს – თვალებს უღიზიანებდა . სამი დღე ცხოვრობდა თეთრ ანუ იასამნისფერ ოთახში , მერე მოითხოვა მისი ოთახი ვარდისფრად შეეღებათ .

5:27 მეზობელი ბინიდან ბიჭი გამოდის , ხელში ქაღალდის პარკი უჭირავს , კარზე აზარუნებს , სამჯერ . კარებს დალტონიკი აღებს , ბიჭი  დემონსტრაციულად შედის მის ოთახში და შავ-მწვანე ფარდებს კიდებს .

ყვითელი ფარდები ფანჯრის რაფაზე დევს .

მოპირდაპირე ბინაში , სამზარეულოს მაგიდასთან ბიჭი ზის და ყავას სვამს . არაფერს არ უყურებს – ფარდები ჩამოფარებულია.

2012

დალტონიკი გუშინ 20 წლის გახდა .მის  ოთახს კრემისფრად ღებავენ , ეს ერთადერთი ფერია რომელსაც დალტონიკი სწორად აღიქვამს .

5:27 კარებზე ბიჭი აკაკუნებს . ყვითელი ფარდები მოიტანა , დალტონიკს დაბადების დღეს ულოცავს და წასვლას აპირებს . დალტონიკი ეუბნება რომ მთელი დღეა მარტოა და რომ ყავის მარტო დალევა არ უყვარს . ბიჭი პასუხობს რომ მათ შეუძლიათ ერთად დალიონ ყავა ,თავ-თავიანთ ოთახებში. ის იღიმის და კარებს ხურავს .

დალტონიკი ფანჯრის რაფაზე ზის , ხელში ყავა უჭირავს .ლურჯი ისევ ისე მოსწონს .  მოპირდაპირე ბინიდან უღიმის ბიჭი , ყავის ჭიქით ხელში .

დალტონიკი მოტყუებულია :

19 წელი უყვარდა ფერი რომელსაც ვერ იტანდა .

19  წელი ვერ იტანდა ბიჭს რომელიც უყვარდა.

ყველაფერი მშვენივრადაა.

პ.ს : მადლობა ჩემი პარალელური კლასელის მწვანე ელვაშესაკრავიან ქურთუკს და ჩემი ზოგადი უნარების  მასწავლებლის ჩვევას , კერძოდ ჩაძიებას .

6 Comments

Filed under Uncategorized

პოსტი.

არსებობენ 4 ტიპის ადამიანები :

1. ადამიანები რომლებიც კითხულობენ.

2. ადამიანები რომლებიც კითხულობენ მხოლოდ  სისულელეებს.

3. ადამიანები რომლებიც კითხულობენ და შიგადაშიგ კითხულობენ სისულელეებს.

4. ადამიანები რომლებიც კითხულობენ სისულელეებს და შიგადაშიგ კითხულობენ.

5. და ბოლოს ადამიანები რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ .

მე მესამე ტიპის ადამიანებს მივეკუთვნები . მაგალითად აი ეხლა ვკითხულობ რაღაც კრეტინულ ბესთსელერს სახელით  ” გოგონა დრაკონის ტატუთი ” რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე შემოსულთა 89%-ს აქვს წაკითხული . ამის წინ ” ნაივური , სუპერი ” წავიკითხე . სადღაც ნორმალურობასა და სისულელეს შორისაა გაჭედილი . მომდევნო იქნება “ჰომო ფაბერი ” ანინას ეწერა რომელიღაც პოსტში და დამაინტერესა . პრინციპში მაგ წიგნის გამო წავედი “ბიბლუსში” და ეს ორი სისულელეც მივაყოლე ^

“ნაივური, სუპერის” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ჩემს ბლოგზე დავამატო კატეგორია ” სიები”

პოსტები დაახლოებით ასეთი იქნება :

ამჟამად გამაჩნია :

ჩემი საკუთარი ოთახი

47 წიგნი ( სასკოლო წიგნების გამოკლებით)

9 პაკეტი “იაკობსი”

4 საკუთარი ჭიქა ( 1 თერმოჭიქა)

თითქმის დამტვრეული წითელი როლიკები

9 სხვადასხვანაირი კრემისფერი მანიკური

2 მამიდა

2 ძია

2 ბებია

1 ბაბუა

1 ძმა

6 ბიძაშვილი

2 დეიდაშვილი

9 მეგობარი

ბლოგი

ნახევრად შეჭმული ვაშლი და იმედი რომ ახლო მომავალში მოკლე პოსტების წერას გადავეჩვევი.

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, სიები

ძალით გამობერტყილი

უსაქმურობის ჟამს ჩემს თავზე დაკვირვება დამჩემდა და მივხვდი რომ ამ ბოლო დროს ლაპარაკი მეზარება . პრინციპში ვერც საჭიროებას ვხედავ რომ ვილაპარაკო და ვერც თანამოსაუბრეს  . ნუ მაგას კიდევ არაუშავს , მაგრამ მოსმენაც რომ მეზარება უკვე რა ვქნა ?

მაგიდის ქვეშ რომ არ დავობდე კვირაში ერთხელ ჩემს უუზარმაზარ კრემისფერ ჩანთას ვიკიდებ მხარზე , ყურებში ყურსასმენებს ვირჭობ და თავზე პოლიეთილენისპარკჩამოფარებული გავდივარ გარეთ.  არა, არც  ჩემი შუბლზე ამოსული მთა მაწუხებს და არც “არაფსრისგან” დაწითლებული თვალები , უბრალოდ მიმიკებს ვერ ვაკონტროლებ.

არა ვაჭარბებ, არც ასეთი უსიცოცხლო ვარ . ფანჯრებიდან ჟალუზები უკვე ჩამოვხსენი და ჩემი უზარმაზარი შინდისფერი ფარდებიც საგულდაგულოდ დავაბინავე ჩემი დასავლეთის კედლის ორ კუთხეში . ერთი ეგაა რომ ყავით მოთხუპნული ფინჯნების გაზიდვა მეზარება ჩემი ოთახიდან ( ამ ბოლო დროს თითქმის ვედროებით ვსვამ ყავას) .

კიდევ ერთი სიახლეა ჩემთან . თავზე ლიმნის ხე ამომივიდა : მოგონებებს მიუფერულებს და ფიქრებს მიმჟავებს . არ ვიცი რა მოვუხერხო  .

 

+ ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივების შუქზე  მტვერთან ერთად უკვე მეც ვციმციმებ .

4 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ

“ფსიქიკური აშლილობის” ნიადაგზე მონდომებული თმის გადაპარსვა და “ვერგადაპარსული” თმით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა

 

 

ორი-სამი დღის წინ ჩემმა მეგობარმა ( ბიჭმა) გადაიპარსა თმა. თავიდან არანაირი რეაქცია არ მქონია , ვიფიქრე , “მერე რა , დაცხა და გადაიპარსა” , “მობეზრდა ვარცხნა და გადაიპარსა” , ” აზუხებდა და გადაიპარსა” , ნუ მოკლედ რამდენიმე სრულიად უწყინარმა მიზეზმა გამიელვა თავში და მერე მთელი დღე აღარც ის ბიჭი გამხსენებია და არც მისი გადაპარსული თავი .

საღამოს გარეთ წანწალის შემდეგ მე და მარიამი “ჩვენს სახლში” რომ დავბრუნდით და მარიამმა თავისი გრძელზე გრძელი თმის ვარცხნა დაიწყო  მერე დავფიქრდი რომ საშინლად არ მომწონდა ჩემი თმა და არგუმენტიც მქონდა : “არა გრძელი თმაც მინდა , მაგრამ ეს თმა როდის გამეზრდება? თან ისედაც ყველას გრძელი თმა აქვს და რამდენიმე თავგადაპარსულ გოგოს კიდევ ერთი თუ შეუერთდება არც მათ მიემატებათ დიდად რამე და არც დედამიწას დააკლდება. ანუ ჯობია გადავიპარსო. ” მერე უფრო ჩემი თავისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად ვიდრე ვინმეს გასახარებლად საკუთარ ანარკლს გავუღიმე ( ძნელად თუ შეიძლება ამას ღიმილი ეწოდოს ) სარკეში და  ” პირი გავაღე” .

პასუხები იყო არც ისე განსხვავებული ერთმანეთისგან მაგრამ “საზრიანობით” ყუველა ერთმანეთს წააგავდა :

ბიცოლაჩემი : სულ გაგიჟდი ხომ ?

ბიძაჩემი : სახლში არ შემოგიშვებ !!!

მეგობარი : დიდი სახე გაქვს არ მოგიხდება .. ))

მამიდაჩემი : თმებს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები იპარსავენ :ტროლლ: რამე მოხდა? ფსიქოლოგთან წავიდეთ ? და ა.შ . თანაც დედაშენი არასოდეს არ გადაგაპარსინებდა თმას ( ყველაზე იდიოტური არგუმენტი კარგად მასოვს დედა სუ მეუბნებოდა შენი თმაა და რაც გინდა ის უქენიო ) , – მერე ამას კიდევ უფრო იდიოტური არგუმენტი მოაყოლა : ხვალ მამაშენის დაბადების დღეა, თუ გახსოვს, ჰოდა ნორმალური ადამიანივით შეხვდი. ( ბლინ, გადაპარსული თმით ვერ შევხვდები მამაჩემის დაბადების დღეს ? )

მეორე მეგობარი : შენგან არაფერი არ მიკვირს .

მეორე ბიძაჩემი : ღმერთმა ქაი გააჩინა თმიანი !!

მესამე მეგობარი : მარიამ , წადი თავი მოიკაი რაა .. ( with pleasure)

თმის გადახოტვრა (თითქმის) გადავიფიქრე და “აღფრთოვანებულ”-აღშფოთებული მივუჯექი მაგიდას რომ რამე დამეწერა .

საყვარელო მამიდავ , ხალხნო და ჯამათნო , ძვირფასო მეგობრებო და ჭორიკანა ბებოებო ! 

არ ვარ არც ფსიქიკურად დაავადებული, არც გიჟი ( ჰო რავიცი ) და არც გადარეული , არც თავის მოკვლას ვაპირებ და არც შეყვარებულს მივუტოვებივარ .

უბრალოდ მინდა მინდა მინდა  თმის გადაპარსვა .

მადლობთ ყურადღებისთვის !!!

სუყვარულით თქვენი საყვარელი გიჟი მეგობარი , დეპრესიული ძმიშვილი და ამორძალი უზნეო ბავშვი : მარიამ მამაიაშვილი .

ნახვამდის .

 

 

12 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

4:37 AM

დღეს დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. უფრო სწორად ცოტა ხნის წინ გამეღვიძა- 5 ხდებოდა . თავიდან არ ვაპირებდი ადგომას, მაგრამ საშინლად აღარ მეძინებოდა + მცხელოდა და ავდექი . გადავიცვი მაიკა და გავედი აივანზე . უკვე თენდებოდა და გრიილოდა ^^ . მერე ვიღაც ბიჭი დავინახე მოდიოდა და შემოვბრუნდი უკან . გამახსენდა რომ გუშინ ღამე 3 კილოიანი ნაყინიდან რაღაც შემომრჩა და გავემართე სამზარეულოსკენ ბედნიერი/დაქლიავებული სახით. საყინულე გამოვხსენი ,, გამოვიღე მაცივარი და წავედი აივანზე . მერე გამახსენდა რომ კოვზი არ მქონდა და მივბრუნდი უკან ..

(ხელი კი გამეყინა ამასობაშჳ მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი/ვარ)  7 წუთში ხელი რომლითაც ვჭამდი მქონდა იდაყვამდე ნაყინიანი (ღრმა პაკეტი იყო -_-) . წავედი სამზარეულოში და თან ვფიქრობ გულშჳ ” გეხვეწები მოდიოდე რაა  -_-”  გავაღე ონკანი და არაფერიც არ მოდიოდა 😐 კიდევ კარგი ჩაიდანში იყო ცოტა წყალი .. ^^

მერე მოვედი კომპიუტერთან . შევედი და ჩათს შევხედე ეგრევე (კი დარწმუნებული ვიყავი რმ არავინ იქნებოდა მაგრამ მაინც) და ჰოი საოცრებავ ! ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო შემოსული :დდ

სარკაზმის მნიშვნელობა არ იცის ალბათ ^^

სარკაზმის მნიშვნელობა არ იცის ალბათ ^^

ეხლა ვზივარ და ვწერ პოსტს რომელიც დარწმუნებული ვარ რომ, რომ არა ჩემი არაჩვეულებრივად ბედნიერი განწყობა  არ გამოქვეყნდებოდა .
^^

11 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

უდფყრვბლიწრყბვფჯჰცმირჰვ

აი ეხლა არაფერი არ მინდა . არა ვიტყუები . მინდა რომ ავორთქლდე , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით .

ერთი მაინტერესებს მარტო : ადამიანებს ასე კარგად შეუძლიათ მოაჩვენონ თავი რომ კარგად არიან ? არამგონია .

უფრო წარსულის დავიწყება შეუძლიათ მგონი ..

და მე ადამიანი არ ვარ  ?

რატომ მეშლება ნერვები იმაზე რაზეც არ უნდა მომეშალოს ? ( ნუ რაზეც არ მინდა რომ მომეშალოს)

რატომ მივდივარ ყოველთვის იქ სადაც ვიცი რომ ის დამხვდება რისი დანახვაც ძალიან არ მესიამოვნება ?

რატომ ვრჩები ხოლმე იმ უსიამოვნო სიტუაციაში დიდხანს ?

რატომ ვარ კრეტინი ?

რა ჯანდაბა მინდა ?

 

დატოვე კომენტარი

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., პირადი

ბუები

ჟაკეტი შემოვიცვი და გარეთ გავედი . ფეხით მინდოდა სიარული .  ვინმეს დებილი რომ არ ვგონებოდი უკანასკნელი 5 ლარიანი სანაგვეში ჩავაგდე  და იმ დილას პირველად გაიღიმე საკუთარი გონებაგახსნილობით გახარებულმა . წაშლილი სახით და ყურსასმენებით მივდიოდი . მოღრუბლულია მთელი დღეა . ჟინჟლავდა .

ფილებზე რომ გავედი პირველი შეხვედრა გამახსენდა . საშინლად არ მომეწონა , მახსოვს . აი ზუსტად ისეთი ტიპი იყო როგორსაც ვერ ვიტანდი . თან რაღაც საშინელი გაფარჩხული შარვალი ქონდა და მწვანე ჟაკეტი ( მაგ ჟაკეტის გამო მწვანე დავარქვი )    დიდი ბათინკები მეცვა (მაშინ არ იყო შემოსული) და  დამცინოდა ..

მეორედ რომ ვნახე მომეწონა . ხელი გადამხვია ისე და გამაჟრჟოლა თუ რაღაც  ..

მესამედ იმასაც მოვეწონე .

მერე სკაიპში დამამატა :დ

მერე ჩემი მეგობრებიც გაიცნო და ნუ მოკლედ სულ ერთად გვიწევდა ყოფნა .

გუმბათთან ვიდექით ხოლმე და ვლაპარაკობდით . უფრო სწორად ის ლაპარაკობდა მე გაყუსული ვიდექი ხოლმე და “Dumb”-ი დამარქვა :დდ

მერე სოფელში წავედი 2 კვირით . ტელეფონი არ მქონდა და არ შევხმიანებივარ . რომ ჩამოვედი გაბუტული დამხვდა :დ

პირველი საჩუქარი სკოლაში მომიტანა . სამაჯური იყო და Dumb ეწერა . სამი ასო დავკარგე , “ბ” დამრჩა .

ისე დავქლიავდი რომ დამივარდა , მომაწოდა და ხელზე გამიკეთა . ზარი დარეკილი იყო უკვე , ვაკოცე და კლასში წავედი .

მერე მითხრა მიყვარხარო . სკაიპში . :დდ აპრილი იყო .

მერე დებილებივით ვიყავით . ვახოს გარდა არაფერი აღარ არსებობდა :დ თან დღიური მქონდა მაშინ და სულ ვახოზე ვწერდი : ” მე და ბუ იქ წავედით .. ” ” ბუმ ეს თქვა .. ”  ” ბუმ მითხრა მიყვარხარო .. ” ” ბუმ დამაბზრიალა .. ” ” ბუმ ეს მომწერა .. ” და ა . შ ..

პირველად ლოყაზე რომ მაკოცა არ ვიბანდი :დდ მაგ დღეს ნანუ დარჩა ჩემთან და დილით ვანაში რომ შევედით დავაყრუე იმხელა ვიკივლე .. დამავიწყდა და დავიბანე .

ზაფხულში სოფელში რომ წავედი ერთი რვეული ავიღე და ყოველ დღე ვახოს “ველაპარაკებოდი” . აღარ მახსოვს რეები ეწერა . იმას აქვს .

რომ ჩამოვედი ხმას ვერ ვიღებდით .. :დ ჩებურაშკას მეძახდა და რომ ჩამოვედი ვაჩუქე .. ვახოსთან ეძინა ხოლმე ღამე :დდ

ჩემ დაბადების დღის წინა დღეს მომატყუა ხვალ სკოლაში არ მოვდივარ დედაჩემს უნდა მივეხმარო ბაღშიო და გაბრაზებული ვიყავი . მეორე დღეს მესამე გაკვეთილზე მომწერა ეზოში ჩამოდიო . ბიბი ეკავა ხელში და თვითონ არ ჩანდა .. :დ

მერე გიტარაზე შევედით ერთად . თავიდან მასწავლებელს და-ძმა ვეგონეთ :დ . მე რომ მეზარებოდა ჩაწერა ბუს ვაწერინებდი ხოლმე სიმღერებს . ერთხელ დაიწუწუნა , იმის ნაწერი გადავჟღაბნე კალმით და მე დავიწყე წერა :დ

ეს ვახომ

ეს ბუმ

ეს მე
ეს მე

გიტარიდან რომ მოვდიოდით იმ ეზოში სკამზე ვიჯექით ხოლმე და რაღაც იდიოტობებს ვლაპარაკობდით ..

წინა ახალ წელს ბებოსთან უნდა გადავსულიყავი და მეზარებოდა . გადმობოდიალდა და ერთად წავედით , ფეხით . იმას თოვლის ბაბუის ქუდი ეფარა მე მიკი მაუსის ყურები მეკეთა და დავდიოდით დებილებივით :დ ( ეგ ყურები თვითონ მაჩუქა , ალიან მინდოდა და არ ვიცოდი  სად იყიდებოდა . მერე პოლიმ გაღრღნა :|| )

მერე მაღაზიაში წერო ნახა ( მე წეროს მეძახიან ) და მაჩუქა . მერე მაკოს ეზოში ვიჯექით . ვიღაცას გიტარა ქონდა . მე დაკვრა მინდოდა მარა აკორდები არ ვიცოდი . ვახო აკორდებს იღებდა მე ვუკრავდი :დდ

სკოლაში დასვენებებზე სულ ერთად ვეგდეთ ხოლმე . ჟელიბონებს და ბონიბონებს მაჭმევდა ხოლმე თავისი ხელებით :დ

მწვანე

მწვანე

მაისი იყო მგონი ,  მაკოსთან ვიყავი და წვიმა რომ დაიწყო წამოვედი . სადარბაზოში ვახო დავინახე გამოვიდა “გაგაცილებ”-ო .  ძალიან დაცხო მერე და პადიეზდში შევედით . ვიდექით ესე გალუმპულები . მერე უკან მივბრუნდით . მიმაცილა მაკოსთან და სახლში წავიდა . მაკოს ტანსაცმელში ძლივს ჩავეტიე , თვალით ველაპარაკებოდით და დამცინოდა მუტანტი ხარო :დდ

მერე ზაზუნა მაჩუქა – პოლი . განიავდა..

სუნი ქონდა ხოლმე რაღაცნაირი , კილომეტრებში ვგრძნობდი :დდ თავისი მაიკა მაჩუქა და სახლში სულ იმით დავტანტალებდი და ვყნოსავდი ხოლმე :დდ

ეს დედამისმა მაჩუქა 8 მარტს :დდ

ეს დედამისმა მაჩუქა 8 მარტს :დდ

ერთხელ მპ3-ს საყიდლად გამომყვა . მთელი რუსთავი მოვიარეთ და არსად არ იყო . მე ვწუწუნებდი , მთელიდღე ამიტანა .  : დ

რომ ვბრაზდებოდი მაშინ ვუყვარდი ხოლმე ძალიან :დ ეცინებოდა ხოლმე :დ საყვარელი ხარ რომ ბრაზდებიო . მერე მეც მეცინებოდა და ვრიგდებოდით .. :დ

ერთხელ რაღაცაზე გამაბრაზა და მთელი დღე არ ველაპარაკებოდი . საღამოს ჩემ  ფანჯრებთან მოვიდა თავის ძმაკაცებთან ერთად . რაღაცას აჭყიპინებდა ( სულს რომ უბერავ და რომ იშლება ჭყიპინით) . შევურიგდი .

თავისმა დამ გაუკრა კედელზე :დდ

თავისმა დამ გაუკრა კედელზე :დდ

5 თვის წინ დავშორდი . რაღაც იდიოტობის გამო ( მაშინ არ მეჩვენებოდა იდიოტობადდ) .

3 თვე მწერდა , მირეკავდა , სკოლასთან მოდიოდა ..

აი გული :დ

აი გული :დ

გულიც მაჩუქა :დ  არ ველაპარაკებოდი და ჯიბეში ჩამიდო ჩუმად ..

ბუს მეძახდა და ვეძახდი , რატომ არ მახსოვს .. :დ მერე ბუ მაჩუქა ” რომ დავინახე შენ გამახსენდი”-ო :დ

მგავს ?

მგავს ?

ახალ წელს შევურიგდი . მერე მალევე დავშორდი ისევ იდიოტობაზე . მერე მერე ცოტა ხანი კიდევ მირეკავდა , მწერდა , სკოლასთან მხვდებოდა ..

მერე ვიღაც გაიცნო ..  და რაღაც სხვანაირი გახდა . აი ისევ ისეთი პირველად რომ ვნახე და ვერ ვიტანდი . არა მგონი უარესიც .

ეხლა ჩემთვის არაფერს აღარაფერს აღარ ნიშნავს …

ყურსასმენები მოვიხსენი . დავინახე . სმაილიანი მაიკა ეცვა . გასაღებზე სხვა ბრელოკი ეკიდა . და ეკიდა .

წავედი მე , ნანუ მელოდება .

პ.ს : ჩვენი სურათები წავშალე და თუ ვნახე სადმე დავდებ ))

Owls

14 wlis gavxdi :DD

14 wlis gavxdi :DD

5 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

აჯაფსანდალი

ეს ისე

ეს ისე

სიგარეტის მოწევა 12 წლისამ დავიწყე . მიეზი მქონდა : კატა მომიკვდა  და ვინერვიულე .  მას მერე ყოველ დღე ვიძახი ” მორჩა აღარ მოვწევ ! ”  . ჩემს თავს ვატყუებ თუ უნებისყოფო ვარ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ დღეს უკვე მეშვიდე ღერ სიგარეტს ვეწევი .

წეხან კარებზე დააკაკუნეს . გავაღე და ვიღაც ბიჭი იდგა  ” ტელეფონზე მოვედით”- ო მითხრა . თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ მერე გამახსენდა რომ უკვე 3 დღეა ზოიას არ დაურეკავს ბებიაჩემთან და თვალები მოვჭუტე .  ხელში არაფერი ეჭირა არადა ტელეფონის შნურის შესაკათებლად მოვიდა . სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვკითხე :

– კლუჩები და რამე ეგეთები მოგიტანო ?  – ” არა” – ო მითხრა და გაეცინა . მერე 2 წუთი დებილივით ვიდექი და ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს . მოტვინა ბოლოს თვითონ და მკითხა  ” არ შემომიშვებ”-ო ? კარები გავუღე და კედელს ავეყუდე . თურმე მეორეც ყოფილა . სახლში სამი ტელეფონი გვაქვს  : ერთი სამზარეულოში , მეორე უკაბელოა და ყველგან გდია და მესამე ჩემს ოთახში . ჰოდა მითხრა “ტელეფონები მაჩვენე”-ო . ორივე შეამოწმა და არაფერი ჭირდათ . მერე მკითხა ” მეტი არ გაქვთ”-ო . გავწითლდი და ჩემი ოთახისკენ წავედი . საწოლს არასდროს არ ვალაგებ და თან ახალი ამდგარი ვიყავი .. არ შეუმჩნევია ჩემი თავედამხობილი ოთახი , ის ტელეფონი გააკეთა და წავიდა .  კარები რომ მივხურე მერე დავიხედე ფეხებზე . ბლინ ! მეთქი რატომ მიყურებდა დებილივით . -_-

უკვე 6 საათია , დილიდან კომპიუტერთან ვზივარ . შოკა გამოვიდა ოთახიდან და მეკითხება :

– შენ ნორმალური ხარ ? –  ” არ ვიცი “-თქო  გავიფიქრე მარა ხმამაღლა არ მითქვამს .

– აი არ მინდა კომპიუტერთან ჯდომა მარა არ ვიცი რა ვაკეთო და რა ვქნა ?

– წადი ოთახი მიალაგე

– აჰაა .. – ვპასუხობ და ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები .

– დღეს საღამოდან მთელი მაისი კომპიუტერს ვერ ეღირსები . ” ძალიან კარგი ” გავიფიქრე ისევ , დიდი ხანია მინდა რომ მოვშორდე . უბრალოდ არ ვიცი ბებიაჩემს რა ვუყო რომელიც ყოველდღე საბერძნეთიდან სკაიპით მელაპარაკება . აა კიდევ პროექტი მაქვს ორშაბათს ჩასაბარებელი ისტორიაში  და ბლოგის ერთი თვით მიტოვებაც  არაა მთლად კარგი .

გუშინ ნანუს დაბადების დღე იყო . მეზარება მოყოლა . არ იხდიდა საღამოს უბრალოდ სახლში ჩავედით  .

მერე ნანუს ოთახში ჩავიკეტეთ , 6 გოგო ვიყავით და ” მე არასოდეს”ს ვთამაშობდით დალევაზე .

ნუ მოკლედ მართლა რაღაც აჯაფსანდალი გამოვიდა . წავედი მე -_- ( იმედია 1 თვით არა)

4 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი, Uncategorized