Tag Archives: სავარძელი

Grow up.

tumblr_mduqjhaPZ91rln8vao1_500_large

ფიროსმანზე , იტალიური ეზოს ერთ-ერთ სამზარეულოში ვდგავარ და ნალექიან ყავას ვადუღებ . ვერაფერს იტყვი, უჩვეულო სიტუაციაა ჩემთვის : ვერ ვიტან იტალიურ ეზოებს და ნალექიან ყავას . დაყირავებული ხის აივნით ,ხელში ყავითურთ სასტუმრო ოთახში გავდივარ, სავარძელში მოუხერხებლად ვჯდები და აზმუზნული ფიზიონომიით უგემურად უგემურ ყავას ვყლუპავ . მერე იწყება : ჟირაფი – ფულს ნიშნავს , თვის ბოლოს ფული გექნება .. ოოო თეთრი ფონია , ეს კარგია .. ლომი.. ლომი სიძლიერეა და ბევრი რომ არ გავაგრძელო თქვენც კარგად გეცოდინებათ ეს ტექსტი თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ შინაბერა მამიდათქვენთან და მის ასევე შინაბერა მეგობართან არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში , ბევრი ბევრი ნალექით და ჭორებით .

კოვბოის ჩექმები ვიყიდე . წითელი.

სახლში ყვითელი ავტობუსით დავბრუნდი ..

შემოსასვლელში დაუდევრად დაგდებული “ვინსტონის” კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვანაში შევდივარ . კოლოფი ბიძაჩემისაა . შიგთავსი ჩემი . ვფიქრობ რომ ვერაფერს მიხვდება .. ან მიხვდება ..

არ მაინტერესებს .

მიყვარს ტყუილები .

ისე კარგი მსახიობი გამოვიდოდა ჩემგან . გამოვიდოდა ..

ბაბუაჩემს უნდა რომ საექიმოზე ჩავაბარო .

მამიდაჩემს უნდა რომ ინტერიერის დიზაინზე ჩავაბარო .

ბებიაჩემს უნდა რომ ჩავაბარო.

მე მინდა რომ სამსახიობოზე ჩავაბარო .

ბიძაჩემს უნდა რომ .. ბიძაჩემს არ ვიცი რა უნდა .

წყალს ვუშვებ , ვიხდი და ვანაში ვდგები . სიგარეტს ვუკიდებ .

Copy of tumblr_m00tk7ZpfN1qbyhqno1_500_large

ალბათ ოდესმე დადგება ჩემგან კარგი მწერალი . მწერალი თუ არა ბლოგერი მაინც . პრინციპში ბლოგერობა მწერლობას არ ნიშნავს ?  ვისთვის როგორ . ყველა სხვადასხვა მიზეზით წერს თუმცა ჩემი აზრით მიზანი მაინც ერთია : პოპულარობა . წერის სურვილის დაკმაყოფილება კალმითაც შეიძლება-ფურცელზე . მარტივად . თუ კალმით გეზარება ვორდის ფაილიც არსებობს, თუ საიდუმლოს წერ რამეს – კოდირებული დღიური . პროგრამაა. ნუ მოკლედ, თქვენც კარგად იცით.

სიგარეტი პატარავდება ..

მეც ვპატარავდები..

აბაზანაც..

წყალიც ცოტავდება და მოპირდაპირე  კედელზე შემხმარი ბუზიც . არც ეს მაინტერესებს .

ცოტა ხანში წყალს გამოვრთავ , სიგარეტის ნარჩენს  ქაღალდში გაავხვევ და სანაგვეში ჩავაგდებ.

როგორც ყოველთვის მეგონა რომ ბოლოს მოიტანდა. როგორც ყოველთვის არ მოიტანა.

ვანიდან რომ გავალ შეყვარებულს მივწერ .

მოიცა რომელს ? პირველს , მეორეს თუ მესამეს ? : \\

პირველი ვირტუალურია , მეორე – რეალური , მესამე.. პრინციპში მესამეც ვირტუალური..

პირველი ერთხელ მყავს ნანახი .

მეორე უჰჰ..

მესამეც ერთხელ ნანახი და ბევრჯერ დანახული .

თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს .. არა მე კი არ მომწონს რომ მიზიდავს,  თავისით ხდება , უნებურად .

მაინტერესებს  ცუდი გოგო ვარ თუ კარგი ? ისიც მაინტერესებს რამდენ გოგოს ყავს 3 შეყვარებული ერთად ? ეს ნორმალურია ?

ალბათ რომელიმეს უნდა დავშორდე . და რომელს ? მე ხომ თითიდან გამოწოვილი ურთიერთობები მიზიდავს . გადავიფიქრე . დაშორება არა,  თითიდანგამოწოვილიურთიერთობებისადმი სწრაფვა 🙂 მეორეს და მესამეს დავშორდი . პირველი მიყვარს. პირველი კაი ტიპია .

პროცესიის დასრულების ბოლოს სინანული მიბყრობს . სიგარეტის მოწევისას რამე სასარგებლოც რომ გამეკეთებინა, მაგალითად : ფეხები რომ გამეპარსა ეხლა ჩემი ნამუსი ასე არ ამაგდებდა . მაგრამ მე ხომ იდიოტი ვარ.

ხვალ ან ზეგ ამ ყველაფერს ჩემი ნაცნობები , მეგობრები , შეყვარებულები, ნათესავები წაკითხავენ და ვერ გაიგებენ   რა არის ტყუილი და რა- მართალი .  წაიკითხავენ და დააინტერესებთ , დააინტერესებთ და წაიკითხავენ..

შაბათს პირველს უნდა შევხვდე , ჩემს კოვბოის ჩექმებს უკან ბზრიალა უნდა დავამაგროთ და კარფურში კალათებით ვიკატაოთ , მერე თოვლის ბაბუა დავკეროთ და მის ქოხში შევსახლდეთ .

მე – ჩინელი სნეგურაჩკა .

ის – არანორმალური სანტა კლასუსი .

ბედნიერ შობას გისურვებთ 🙂

პ.ს : ჰო მართლა , ზემოთ მოგატყუეთ მატყუარა ვარ-თქო , ხომ გითხარით ტყუილები მიყვარს მეთქი. 🙂

7 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, ნაჰ, პირადი

პოსტი.

არსებობენ 4 ტიპის ადამიანები :

1. ადამიანები რომლებიც კითხულობენ.

2. ადამიანები რომლებიც კითხულობენ მხოლოდ  სისულელეებს.

3. ადამიანები რომლებიც კითხულობენ და შიგადაშიგ კითხულობენ სისულელეებს.

4. ადამიანები რომლებიც კითხულობენ სისულელეებს და შიგადაშიგ კითხულობენ.

5. და ბოლოს ადამიანები რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ .

მე მესამე ტიპის ადამიანებს მივეკუთვნები . მაგალითად აი ეხლა ვკითხულობ რაღაც კრეტინულ ბესთსელერს სახელით  ” გოგონა დრაკონის ტატუთი ” რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე შემოსულთა 89%-ს აქვს წაკითხული . ამის წინ ” ნაივური , სუპერი ” წავიკითხე . სადღაც ნორმალურობასა და სისულელეს შორისაა გაჭედილი . მომდევნო იქნება “ჰომო ფაბერი ” ანინას ეწერა რომელიღაც პოსტში და დამაინტერესა . პრინციპში მაგ წიგნის გამო წავედი “ბიბლუსში” და ეს ორი სისულელეც მივაყოლე ^

“ნაივური, სუპერის” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ჩემს ბლოგზე დავამატო კატეგორია ” სიები”

პოსტები დაახლოებით ასეთი იქნება :

ამჟამად გამაჩნია :

ჩემი საკუთარი ოთახი

47 წიგნი ( სასკოლო წიგნების გამოკლებით)

9 პაკეტი “იაკობსი”

4 საკუთარი ჭიქა ( 1 თერმოჭიქა)

თითქმის დამტვრეული წითელი როლიკები

9 სხვადასხვანაირი კრემისფერი მანიკური

2 მამიდა

2 ძია

2 ბებია

1 ბაბუა

1 ძმა

6 ბიძაშვილი

2 დეიდაშვილი

9 მეგობარი

ბლოგი

ნახევრად შეჭმული ვაშლი და იმედი რომ ახლო მომავალში მოკლე პოსტების წერას გადავეჩვევი.

8 Comments

Filed under ვბოდავ, მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, სიები

ზაფხული .

არანაირი  To do list-ები არ გამიკეთებია ივნისის დასაწყისში . ჩემს ჩემოდანში წინა წლისგან განსხვავებით მხოლოდ ტანსაცმელი     “იდო”. მოკლედ ჩავბარგდი და წავედი სოფელში  .

პირველი სამი დღე არაფერი მიკეთებია გორაზე ხეტიალის და საღამოობით ჩემს საყვარელ სხვენში ჯდომის გარდა . მეოთხე დღეს წიგნების თაროს მივაკითხე და ოციოდე წიგნი გადმოვალაგე , მერე ავტორები და სახელები ამოვწერე და ყველაზე  “ტვინშისაცემი”  წიგნის კითხვას შევუდექი . 5 წიგნი წავიკითხე იქ ყოფნისას : უილიამ თეკერეი – ამაოების ბაზარი , მარიამ გარიყული – ანარეკლი , სეი სიონაგონი – მარტოობის ჟამს ჩანაწერები , მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა , ვილის ლაცისი – გვიანი გაზაფხული .

ამაოების ბაზარი სრული კრეტინიზმი იყო , პირველი წიგნია რომელიც  იმდენად უინტერესო მეჩვენა რომ ბოლომდე ვერ წავიკითხე . რამდენიმე პატარა მოთხრობაც წავიკითხე და მერე წამოსვლა მომიწია -_____- .

ერთი პერიოდი  კედლებისა და ფეხების მხატვრობას მივყე ხელი, მაგრამ მერე საღებავები , ფანტაზია და ცარიელი ადგილი შემომელია და მოვეშვი .

ბოლო 1 კვირა ჩემი ბიძაშვილის ბებიასთან ავედით . სულ ქალები ვიყავით ^______^  კინაღამ ზაპოი ავიკიდე , ბუნაგი მოვაწყვეთ პადვალში და 12-დან დილის 5-მდე არ გამოვდიოდით იქიდან . ვსვამდით , კარტს ვთამაშობდით და დებილობებს ვაკეთებდით .

მე ჩემი არაჩვეულებრივი ნიჭის გამო ჯოკრის თამაშში რამდენჯერმე წავაგე და ღამის ორ საათზე ხევში ბანაობა და მასეთი სისულელეები მომიწია .

-______-

ბუნაგში ^_^ ბუნაგში

 

ჩანჩქერზეც ვიყავი , მოკლედ საბოლოო ჯამში ნორმალური იყო .

 

ყველაზე კარგი ბოლო დღე იყო . იწვიმა და სახლში ძლივს შემიყვანეს . სულ გალუმპული ვიყავი ^.^

ამ დღეებში ხარაგაულში მივდივარ . მარტო მე შო და შოს დაქალი ვიქნებით . იქიდან ზღვაზე გადავწანწალდები თუ ამინდები გამოვა და ესეც ჩემი ზაფხული -_- არც იტალია და არც არაფერი  . არაუშავს .

ისევ მოვა ზაფხული  ^.^

 

პ.ს : რამე ნორმალურს ხვალ დავწერ -__- .

4 Comments

Filed under ვბოდავ