ვაიმე !

ამ ბოლო დროს შევნიშნე ტენდენცია : ” ტელევიზორს არ ვუყურებ – განსხვავებული ვარ ”

ჯერ ერთი ეგ განსხვავებულობა კი არა ინდივიდუალობის გამოხატვაა და მეორეც , როცა დროს რომელსაც ტელევიზორის ყურებაში ხარჯავდი კომპიუტერთან ჯდომაში ატარებ იდიოტობაა და მეტი არაფერი  🙂

კიდევ ერთი იდიოტური ჩვევა აქვთ : გიგზავნიან სურათს ( სავარაუდოდ შვიდიათასჯერ დამუშავებულს, ცხივრმომძვრალშევიწროვებულს, ტუჩებდაპრუწულგადიდებულს და თვალებგამწვანებულანგალულურჯებულს) და გთხოვენ დაალაიქო . ყველა სიკეთესთან ერთად შეუგნებლებიც არიან და როცა 307 თითიდან გამოწოვილ ლაიქს შორის შენს სახელს ვერ ხედავენ ბრაზდებიან . მოსალოდნელია გამარჯობაც აღარ მოგიგდონ ( არ იციან გამარჯობის თქმას ისედაც რომ ვერ ვიტან :)) . ბლინ არ შეიძლება არ მომწონდე და იმ 307 ადამიანივით აფერისტი არ ვიყო ?

ბაზრობებზე და მეორადების (იგულისხმება მალსიც :)) მაღაზიებში ნაყიდ “ბრენდების” ტანსაცმლით ბლატაობაზე აღარაფერს ვამბობ . ბაზრობაზე რამის ყიდვა არანაირად არ მრცხვენია უბრალოდ ვერაფერს ვარჩევ და  მარტო მაგ მიზეზით არ  მივდივარ . რა აზრი აქვს. ბარემ ამოაბრუნეთ ტანსაცმელი და ისე იარეთ, მარკები რომ კარგად დავინახოთ . ყელში ამოხვედით რა !

აჰ კიდევ , რაც უფრო ჯანდაბიდან ამოთხრილი კრეტინული და იიოტური სახელი გაქვს ფბ-ზე მით უკეთესი . მაგალითად (ყოვლადშეუსაბამო სიტყვების მოფიქრებას რა უნდა ): იასამნისფერი იხვი , ვნებააშლილი ლავრენტი , მტკვარში დამხრჩვალი თოლია , მიწიდან ამოთხრილი გული  და სხვა მრავალი . სგსგ მაგრები ხართ !

მოკლედ ” საოცრებებო: ჩემთან ურთიერთობისას ძალიან გთხოვთ ზემოთხსენებული ლინკების გამოგზავნისაგან , თქვენი ტანსაცმლის გამარიაჟებისაგან , თქვენს განსხვავებულობაზე ხაზგასმისაგან და ა.შ თავი შეიკავეთ .

ვინც ვერ გაიგო მსგავს ქმედებაზე ჩემს საშინლად უარყოფით რეაქციას რომ მიიღებთ ნუ გაგიკვირდებათ : ))

მგონი ვსიო .

5 Comments

Filed under ნაჰ

5 responses to “ვაიმე !

  1. ისე ტელევიზორს არც მე ვუყურებ 🙂 უპს…

  2. ჩემს გულში ხარ 😀 კარგია,რომ ეს დაწერე ^_^

  3. ვაიბი

    ტელევიზორი მე საერთოდ არ მაქვს უკვე ერტი წელია და ძალიან განვიცდი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სახლში მარტო ყოფნისას ტელევიზორის ჩართვა სა საქარTVელოზე თუ გადიოდა რამე ფილმი იმის ყურება და სახლში ისე მოძრაობა. ახლა კიდე შემრჩა კომპიუტერი, სადაც რამის გახმოვანება მეზარება და ვარ ასე, სიჩუმეში :/ ბრენდებით ბლატაობას ნუ იტყვი, ჩემი დაა ეგეთი :/ მაგიჟებს, ყოველდღიურ ლუქებს იღებს და მერე თეგავს რისი რა აცვია :დ

    • ადრე მეც მჭირდა ეგ დაავადება, სახლში რომ მოვდიოდი, ჯერ ტელევიზორს ვრთავდი და მერე ვაკეთებდი ყველაფერს :# კი არ ვუყურებდი და რამე, უბრალოდ ხმა უნდა ყოფილიყო რამის :დდ
      შენი დს უთხარი ომ ხიხიაა ეგ :\

დატოვე კომენტარი