625

20 დეკემბერი

11:07

გამეღვიძა. ვამთქნარებ და ჭერს ვუყურებ. მერე ვდგები და სამზარეულოში გავდივარ ყავის გასაკეთებლად. ყავა არ არის. პიჟამოს ქვედას და მარტენსებს ვიცვამ და მაღაზიაში მივბრაგუნობ. კიბეზე ის სიმპატური ბიჭი მხვდება, ასე პირდაუბანელსა და თმაგაწეწილს. ბლინ.

13:36

ვიბანავე. ჩავიცვი. გაჩერებაზე ვდგავარ და მარშუტკას ველოდები, ‘the devil’s tearsს“ ვუსმენ, ცალი თვალით ხარბედიას ესსეების კრებულში ვიყურები და გულში ვლანძღავ. რატომ მტანჯავს ეს კაცი.

13:43

მარშუტკა მოვიდა. ავდივარ და ორადგილიან სკამზე ფანჯრისკენ ვჯდები, მუხლებს წინა სკამზე ვაწყობ და ვცდილობ გვერდითა ერთსკამიანზე მჯდომი 50-60 წლის ქალი არ შევიმჩნიო, გაბრაზებული სახით რომ მიყურებს.

15:00

უნივერსიტეტში ცივა. ლექციაზე დავაგვიანე. ლიგამუსში შევდივარ, როგორც ყოველთვის ადგილი არაა და იატაკზე მიწევს დაჯდომა. ჩანთიდან ხარბედიას წიგნს და აიპადს ვიღებ. ინტერნეტი ჭედავს. აიპადს ჩანთაში ვაბრუნებ, წიგნს ვშლი და კითხვას ვაგრძელებ.

16:47

მოსაწევად ვერანდაზე გავდივარ. ანა მირეკავს, დღეს ჩემთან დარჩი, სადმე გავიდეთო. კარგი-მეთქი ვპასუხობ და ვუთიშავ. დეიდაჩემს ვურეკავ და ვუთანხმდები. სიგარეტს ვაქრობ, ურნაში ვაგდებ და უკან ვბრუნდები. ვიღაც ტიპი ზის მაგიდასთან და მაკვირდება. რა ჯანდაბა უნდა.

19:24

ანა იცვამს. მე საწოლზე ვგდივარ გულაღმა და ვღიღინებ: “don’t pray for us. We don’t need no modern jesus, to roll with us, the only rule we need is never…”

  • რაო იმან? – მაწყვეტინებს ანა.
  • რაო და მოგტყნავო. რა პრობლემააო, ოღონდ უფრო კულტურულად და საყვარლად მითხრა, რა თქმა უნდა.
  • უიმე
  • აჰამ

„giving up”

  • დაა, – ისევ მაწყვეტინებს ანა. – რას აპირებ?
  • არ ვიცი. ბლინ, მაცადე სიმღერა!

20:06

რიფერში ცოტა ხალხია. მენდესა დივანზეა წამოგორებული და ნახევრად სძინავს. კომიუტერთან ვიღაც წვერებიანი ბიჭი ზის და რაღაც სიმღერას რთავს, აქ პირველად ვხედავ. აქედან მენდესა უყვირის : ნუ რთავთ სიმღერებს, მიქსი ითიშება და სირბილი მიწევსო. „ ხო, არ გაინძრე და გვასმენინე ეს ყლეობები“ – ბურტყუნებს ანა. მე ბართან მივდივარ, ქილაში 5- თეთრიანს ვაგდებ და ორ ლუდს ვიღებ.

21:51

ბექა და ნინო მოვიდნენ. ბექა ანას ბიჭია. ნინო – მეგობარი.

არსადში მივდივართ. მე რომელიღაც აფთიაქში შევდივარ და პაკეტს ვყიდულობ. არსადის საპირფარეშში გამოვიცვლი-თქო, ვფიქრობ.

22:05

არსადი გატენილია. შესასვლელში ვიღაცები ზასაობენ. ბნელა და ვერ ვარჩევ ბიჭები არიან თუ გოგოები. ქვემოთ ჩავდივართ. ბექა და ანა ლუდზე მიდიან, ნინი ტელეფონში იყურება.

ბართან ვიღაც ტიპი და თინა სვამენ. კიდევ ერთი გოგოა.ეს ტიპი მე მიყურებს. მეც სადღაც ჯანდაბიდან მეცნობა და ვაკვირდები.

ანას ლუდი მოაქვს. ვსვამთ. მერე ანა და ბექა სადღაც გადიან. ნინი ისევ ტელეფონში იყურება. ის ტიპი ისევ მე მიყურებს და თან მიღიმის. მეც ღმერთმა იცის რატომ, საპასუხოდ ვუღიმი. ცოტა ხანში მოდის და მეკითხება ჩვენთან არ წამოხვალო? მე, იმის გამო, რომ ნინი ამას ვერც კი ამჩნევს, და კიდევ იმიტომ რომ კონსტანტინემ მომწერა არ მოვალო მივყვები.

ალექსა ჰქვია, 27 წლისაა და სადღაც მუშაობს, ფოტოგრაფია თუ რაღაც. თინას და იმ გოგოს მაცნობს. სახელი არ დამამახსოვრდა. თამუნა მგონი.

22:23

ჩვენ ვსვამთ

22:59

ისევ ვსვამთ

23:27

და ისევ ვსვამთ.

23:35

ანა და ბექა მოდიან, ჩვენ მივდივართ და არ წამოხვალო მეკითხებიან. არა-თქო ვპასუხობ. ცოტა ხანში ალექსა მეკითხება, ჩემთან წავიდეთო? მე ვიცი რომ თვიური მაქვს და არაფერი იქნება, ისიც ვიცი რომ ბექას თუ დავურეკავ უნდა იწვალოს აქ გამოსვლაზე, ამიტომ ალექსას ვეუბნები წავიდეთ თქო,  ყოველი შემთხვევისთვის ვამატებ რომ თვიური მაქვს და რომ ქალიშვილი ვარ. არაუშავსო, მპასუხობს და მივდივართ.

21 დეკემბერი.

24:00

ალექსა გლდანში ცხოვრობს და რატომღაც ჰგონია რომ ვარწყევ, ვეუბნები რომ კარგად ვარ მაგრამ მაინც ყოველ 5 წუთში აჩერებს ტაქსის. ცოტაც და მხარზე ჩამომეძინება.

24:20

მივედით. ჯერ სახლში შევდივართ, მერე ოთახში. ფანჯარასთან საწოლი დგას ჰორიზონტალურად. მარცხენა კედელთან საწერი მაგიდა, კომპიუტერი და სკამი. მარჯვნივ  დივანი და ჟურნალების მაგიდა.

ჩანთას ვიხსნი და ძირს ვაგდებ, პალტოს ალექსას ვაწვდი. საპირფარეშოში შევდივარ, უნიტაზზე ვჯდები და ვფიქრობ რა ჯანდაბას ვაკეთებ-თქო აქ. მერე ვდგები და სარკესთან მივდივარ.ახალგაღვიძებულ გენდალფს ვგავარ. გული მისკდება. სახეზე წყალს ვისხამ და ოთახში ვბრუნდები.

ალექსა კომპიუტერთან დგას და მუსიკას არჩევს. ვერ ვხვდები რატომ. დაძინებას ვაპირებდი. მერე ბრუნდება, კარადაში იქექება, იქიდან რაღაც კრემისფერ ზედას იღებს და მაწვდის, ჩაიცვიო. მე მიუხედავად იმისა, რომ ფეხები წინა დღეს გავიპარსე და თან თვიური მაქვს, ზედას ვართმევ, ლოგინზე ვჯდები და ტანსაცმლის გახდას ვიწყებ. ჯერ მარტენსებს ვიხდი, მერე მაღალწელიან შარვალს, რომელიც საშინლად მაწუხებდა და შავ ნაქსოვ სვიტრს. სულ ბოლოს შინდისფერ, კოპლებიან კოლგოტს ვიძრობ, ზედას ვიცვამ და საწოლში ვძვრები.

1:20

რაღაცებზე ვლაპარაკობთ. მეუბნება რომ იაპონელს თუ ჩინელს ვგავარ.

რომ ლამაზი ვარ.

და რომ 5 წელში უფრო ლამაზი ვიქნები.

ძალიან-ძალიან ლამაზი.

მე ვუღიმი და რაღაცებს ვბურტყუნებ.

არ მახსოვს როდის გადავწყვიტეთ, რომ სექსი უნდა გვქონოდა.

ისევ ვლაპარაკობთ.

ჩაგვეძინა.

08:22

მეღვიძება. ალექსას სძინავს. საბანს ვიხდი, საწოლი სულ სისხლიანია. ტანსაცმელს ვიცვამ. ალექსას ეღვიძება და მიღიმის. რაღაცას მეუბნება. საპასუხოდ წყალს ვაწვდი. პალტოს და ჩანთას ვიღებ და გავდივარ. უკან მომყვება და მიხსნის მთავარ გზაზე როგორ უნდა გავიდე. მე თავს ვუქნევ მაგრამ ნახევარი არ მესმის. მაიკა და ტრუსიკი აცვია, ფეხშიშველია. სადარბაზოში ვდგავართ, მე ათი საფეხურით დაბლა.  სცივა. ვემშვიდობები და კიბეზე ვეშვები.

  • ნომერი რომ არ მაქვს სად შეგეხმიანო?
  • ფბში, ქორალაინი მქვია. ქო-რა-ლა-ი-ნი. – ვუმარცვლი და მივდივარ.

ყურსასმენებს ვიკეთებ და “feels like we only go backwardsს“ ვრთავ. როგორღაც ცენტრალურ გზამდე გავდივარ. 9-ზე ლექცია მაქვს. წყალი მწყურია. ვერ ვხვდები რატომ გამოვვარდი ასე გიჟივით. „true love waitsს“ ირთვება. Yeah, sure, ვფიქრობ.

08:45

ილიაუნის წინ, მიწისქვეშასთან ჩამოვდივარ. სიგარეტს ვუკიდებ და უნივერსიტეტისკენ მივდივარ. შაბათია. კიბეზე ერთი-ორი ბიჭი  დგას მარტო. ლიგამუსის ვერანდაზეც არავინაა. საპირფარეშოსკენ მივდივარ. რა თქმა უნდა, რიგია. კედელს ვეყუდები და ველოდები როდის გამოვა ბოლო, ვარდისფერზედიანი, რაღაც უცნაურქუსლებიანფეხსაცმლიანი და ტყავის კურტკიანი გოგო. როგორც იქნა გამოდის, თვალებზე ლაინერი წაუსვამს და ტუჩებზე ვარდისფერი პომადა. არ უხდება-თქო, ჩემთვის ვფიქრობ და მერე რატომღაც ხმამაღლა ვეუბნები :

  • არ გიხდება.
  • რას გავხარ, სარკეში ჩაიხედე. – მპასუხობს და ქუსლების კაკუნით მიდის გასასვლელისკენ.

მე საპირფარეშოში შევდივარ. პირში წყალს ვივლებ და სახეზეც ვისხამ ცოტას. ისევ გენდალფს ვგავარ. ჯიბიდან სპირმინტს ვიღებ, ვხსნი და ვღეჭავ. ცე კორპუსისკენ მივდივარ. ლექციაზე 20 წუთით დავაგვიანე. ჩემტაი მაგიდასთან ზის და ნოუთბუქში იყურება. ბავშვები რაღაცას წერენ. შევდივარ, ჩემტაის ვესალმები, თავისუფალ სკამზე ვჯდები და ყურსასმენს ჩანთაში ვიდებ. ცოტა ხანი კედელს ვუყურებ. მერე თავს მაგიდზე ვდებ და ვიძინებ.

10:03

ვიღაც მხარზე ხელს მირტყამს, ლექცია დამთავრდაო. ნახევრად მოჭუტული თვალებით ვუყურებ, ძლივს მოვდივარ აზრზე სად ვარ, ვინ არის და რა უნდა ჩემგან. ვდგები, ჩანთას ვიღებ, ლექტორს ვემშვიდობები და გავდივარ.

კიბეზე ვდგავარ, motion picture soundtrackს ვუსმენ და სიგარეტს ვეწევი. ანა მწერს სად ხარო. უნივერიტეტში-თქო, ვპასუხობ.

ყავა მინდა. საბვეიში გავდივარ, ამერიკანოს ვიღებ და გამოვდივარ. მიწისქვეშას კედელზე ვჯდები, მარჯვნივ ყავას ვდგამ, მარცხნივ ჩანთას ვიდებ და კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ.

5 Comments

Filed under მეჰ, ნაჰ

once I wanted to be the greatest.

large (4)

საღამოა, სადღაც 8:30, ოთახში შევდივარ რომ სიგარეტი ავიღო, მაგრამ მახსენდება რომ მეფსია და ოთახიდან გავდივარ. კარებს ღიას ვტოვებ. საპირფარეშოში სარკის შუქს ვანთებ(უცნაურია, არაკორექტული „მეფსიას“ მერე „საპირფარეშოს“ რომ ვხმარობთ,  ლიტერატურული ნორმების დაცვით, გამართული პუნქტუაციით და სრულიად კორექტულად ვაგრძელებთ წერას, თითქოს ავტორი  გასული იყო ორი წუთით, მის მაგივრად კი ვიღაცამ ჩაამატა სიტყვა „ მეფსია“ , ხოლო ზემოთხსენებულს ტექსტის რედაქტირება არც უფიქრია, ეგრევე გამოაქვეყნაო) , რომ გამოვდივარ ანთებული მრჩება მაგრამ არაფერია-თქო ვფიქრობ და უკან აღარ ვბრუნდები. ოთახში შევდივარ, ლეიბის ქვეშიდან სიგარეტს ვიღებ და ზემოთ ავდივარ „ ფეხსაცმლის ჩამოსატანად“ ( ასე ბაბუაჩემს ვეუბნები ხოლმე, თითქმის ყოველ საღამოს ( thanks god საკმარისი ფესაცმელი მაქვს ზემოდან „ მათ ჩამოსატანად“) თუმცა დილაობით მაინც ყოველთვის მამიდაჩემის ნაქონ ბატინკებს ვიცვამ). რომელიღაც ოთახში შევდივარ და სიგარეტს ვუკიდებ, მახსენდება ლაშას ნათქვამი : „ასანთით მოკიდებული სიგარეტის ღერის პირველ ნაფაზს გოგირდის საზიზღარი გემო აქვსო“ და გონებაში ვეთანხმები. ფანჯარასთან მივდივარ და მოპირდაპირე სახლის მეორე სართულის ფანჯარაში ვიყურები, რომელიც ჩემი სახლის პირველი სართულიდან არასდროს არ ჩანს და ვფიქრობ, რომ ეს ფანჯარა ჩემი სახლის პირველი სართულიდან არასდროს არ ჩანს. მაგიდა გაშლილია, ალბათ ეხლახანს ივახშმეს, მაგიდაზე „ ნატახტარის“ ტარხუნის ლიმონათის ბოთლს და იოდიზირებული მარილის ქილას ვარჩევ. ისტორიის გაკვეთილი, მაჰათმა განდი და გაწითლებული, ანერვიულებული ხავთასი მახსენდება.  ოთახში ბაბუაჩემის „ მეგობარი“ მიმოდის, მე დემონსტრაციულად მიჭირავს სიგარეტი მარჯვენა ხელში და ვფიქრობ : ? მერე რა,  დამინახოს, მაინც ვერ გაარჩევს გოგო ვარ თუ ბიჭი“. მერე მახსენდება, რომ იმის გათვალისწინებით რომ ამ სახლში მარტო მე და ბაბუაჩემი ვცხოვრობთ, და მე ბაბუაჩემს ნაკლებად ვგავარ აჯობებს მარჯვენა, სიგარეტიანი ხელი დაბლა დავწიო მაგრამ არ ვინძრევი. სიგარეტი თავდება და მეორე ოთახში გავდივარ ფეხსაცმელების ასაღებად, ერთ-ერთში ნამწვს ვაგდებ, ფეხსაცმლის წვერებით შუქს ვაქრობ და დაბლა ჩავდივარ. სამზარეულოში რომ შევდივარ ვფიქრობ, წყალს დავლევ, იქნებ ვაშლიც გამეთალა-თქო მაგრამ მავიწყდება. მერე ფურცელს და კალამს ვიღებ და ამას ვწერ.

მეორე დილით 8ზე ვდგები. ვიცვამ, ყავას ვსვამ და გარეთ გავდივარ რომ სკოლაში წასვლამდე ლაშა ვნახო.

ან

მეორე დილით ჩვენი მოპირდაპირე ბინის მცხოვრები, იგივე ბაბუაჩემის „ მეგობარი“ ამ უკანასკნელს ეუბნება რომ მე სიგარეტს ვეწევი( აჯობებდა მარტივად დამეწერა: მეორე დილით მეზობელი ბაბუაჩემს ეუბნება რომ სიგარეტს ვეწევი) .

დასასრული/გაგრძელება როგორც გენებოთ.

პ.ს შუა წერისას გამახსენდა, რომ ყველა „ რომის“ წინ მძიმე არ იწერება და მთელ ნაწერს გადავუარე, ძალიან მინდა, ნიცშესაც ახსენდებოდეს ხოლმე იგივე სტატუსების და პოსტების წერისას.

Going to take a bath.

 

7 Comments

Filed under -_-, მეჰ, ნაჰ, პირადი

რუსთავის ბიბლიოთეკა, დედოფალი მარგო და იმედგაცრუებული მე.

large (12)

ჩემი და რუსთავის საჯარო ბიბლიოთეკის კავშირი კვირაში ერთხელ მის წინ ჩავლით და რამდენიმე კვირაში ერთხელ ბიძაჩემის იქ გაგზავნით შემოიფარგლებოდა მანამ, სანამ რამდენიმე კვირის წინ  პირადობა არ ავიღე. რა თქმა უნდა  მაშინვე მივაშურე ბიბლიოთეკას აბონიმენტის ასაღებად, რადგან მეგონა, რომ ხისთაროებიან, მყუდრო, ყავისფერ ოთახში იქნებოდა სამკითხველო, სადაც კვირაში რამდენიმე საღამოს გავატარებდი წიგნებთან, ჩემს საყვარელ თერმოჭიქებთან და მომღიმარ ბიბლიოთეკარებთან ერთად .bibliotekari

ჩემს წარმოდგენაში ბიბლიოთეკარები ყველაზე ბედნიერი ადამიანები იყვნენ მსოფლიოში, ხოლო ბიბლიოთეკა- ყველაზე კარგი ადგილი ჩემს ქალაქში. წარმოდგენები მაშინვე გამიქარწყლდა როდესაც აბონიმენტის მისაღებად მისულს, სამი ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული შუახნის ქალი დამხვდა.libcard

რამდენიმე იდიოტური კითხვის შემდეგ, წარბებშეჭმუხნულმა გამომიწოდა ყვითელი ფურცელი რომელიც აბონიმენტი აღმოჩნდა ( ჩემს წარმოდგენაში აბონიმენტიც უკეთ გამოიყურებოდა) და მის წინ მჯდომ ქალთან გამგზავნა წიგნის გასატანად.large (8)

ჯერ კიდევ  არ მქონდა ყველა იმედი გაქარწყლებული, და ვფიქრობდი, მივალ ეხლა ამ თაროებთან, ავარჩევ რომელიმე წიგნს, გავალ სამკითხველოში და რამდენიმე საათით გავჩერდები-თქო. იოცნებე! ბიბლიოთეკა 5 საათზე იკეტება; თაროებთან მისვლა აკრძალულია, ხოლო შენი თერმოჭიქაში მოთავსებული ჩაის დანახვის შემდეგ, ხელში ‘დედოფალმარგომომარჯვებული” ბიბლიოთეკარი წარბებს წევს და გეუბნება, რომ ბიბლიოთეკა 15 წუთში იკეტება, და როცა თან საკვები არ გექნება მაშინ მობრძანდე.

აჰმ, კიდევ ერთი აღმოჩენა, ახალი გამოცემული წიგები საერთოდ არ გააჩნიათ, და რაც აქვთ ისიც ერთი, ან მაქსიუმ ორი ეგზემპლარი. :\

6 Comments

Filed under პირადი

Monday’s tale

monday

it’s Monday today, early the morning. still half asleep, i’m waiting for the bus to go to work. I yawn and grumble because, like most mortals, i’d rather still be lounging under the covers.  To take my mind off things, i try to imagine other realities, other scenarios, where Monday is no longer Monday but an eternal Sunday- or, better yet, a Saturday, since  Sundays can be depressing. What bliss! but then I open my eyes, and it’s back to reality, where i’m waiting for the bus, which, as usual, is running late.

But wait! There’s a new face here. A woman is walking her dog. The animal is the only one around who seems to be happy, playing and chasing its own tail. Chasing it, chasing himself, he has managed to catch my attention.

large (1)

Watching him, I can’t stop smiling, and it occurs to me the happiness is that fleeting instant hidden behind the simplest things and that it is moreover much easier to find than we might think. The dog has found it in his tail, and I, in watching him… At last, the bus is here.

It’s  Monday today, early in the morning. With more smiles than yawns now, I get on the bus to go to work.

6 Comments

Filed under Uncategorized

Protected: what’s in my bag.

This content is password protected. To view it please enter your password below:

Enter your password to view comments.

Filed under მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, video post

Endings

large (1)

თვეში ერთხელ ნანუ ამოდის ხოლმე ჩემთან და სათვალეებს მიმტვრევს. ვარდისფერს.

დღესაც ამოვიდა , მელაპარაკა, მელაპარაკა, მელაპარაკა .

შედეგი: მოვრჩი. წავშალე ფეისბუქიდან, წავშალე ფოლდერებიდან, მიუხედავად იმისა რომ ის სულაც არ იყო ცუდი, იდიოტი, დეგენერატი და ბლა ბლა ბლა…  მიუხედავად იმისა რომ რბილად რომ ვთქვა ფეხებზე არ მკიდია. ავუხსენი რატომაც მივდიოდი. გაიგო. გადავტეხე კარტა და ვსო!

ცხოვრებაში პირველად უნდა დავსვა წერტილი. აი ის წერტილი, არაპუპულარული წიგნების ბოლოში რომ სვამენ ხოლმე. მეორე ნაწილი რომ იდეაშიც არაა, ისეთი წიგნების ბოლოში.

large

2 Comments

Filed under პირადი

Protected: Timha 15.04 -16.04

This content is password protected. To view it please enter your password below:

Enter your password to view comments.

April 16, 2013 · 12:27 pm

Timha 13.04

imageდღეს დილით რომ გავიღვიძე და სამზარეულოში წავედი ყავის გასაკეთებლად, მაგიდაზე დავინახე არც მეტი არც ნაკლები, ჩემი საყვარელი (დდდდმ) :სალათის ფურცლები ^____^

მივფლით-მოვფლითე, დავამატე დაჭრილი ძეხვი\კალბასი (whatever) , კიტრი , ხახვი და ის იყო ნიორის ჩაყრას ვაპირებდი რომ რეკავს ტელეფონი. ჩავყარე და ვუპასუხე. ნანუ იყო, “რა,სად,როდის” გვაქვს 2-ზე და 20 წუთში ჩემთან დაერჭეო :\ დავბრუნდი სამზარეულოში, სალათიდან ნიორი ამოვკრიფე და მმმმმ.. ^_^

8 Comments

Filed under მეჰ, პირადი, timha (things i'm happy about)

madness

575651_238097589661399_1347128075_n_large

მამიდაჩემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან მყარად დგას მიწაზე თანაც ფეხებით.

დღეს გარეთ გასვლა მინდოდა . ჩავიცვი ძალიან ჩვეულებრივად : ჯინსი, შავი გრძელმკლავიანი ზედა და ესპადრელი. ჩანთაში ჩავყარე ასევე ძალიან ჩვეულებრივი რაღაცები:  ანა-კორძაია სამადაშვილის მოთხრობების კრებული, ერთჯერადი იაკობსი(?), ბლოკნოტი ალისასთვის, კალამი, აიპადი, ჯინსის მოსაცმელი, 60 თეთრი, ფურცლები რომლებიც უნდა დამეწვა, ლურჯი მანიკური და ყურსასმენები და  ვსო, მზად ვარ.

არ ვიცი რა არის ასეთი უცნაური/საზიზღარი/არაჩვეულებრივი ამ “გარეთში”, მაგრამ როცა მამიდასთან შევედი და ვუთხარი რომ კარები დაეკეტა და მან მკითხა სად მივდიოდი და მე ვუპასუხე გარეთ-მეთქი…

რეაქცია:

– ნიუ იორკში არ ცხოვრობ, ასე გარეთ მივდივარო რომ დაიბარო და გახვიდე. (ღმერთო ჩემო :O )

– არ უნდა იცოდნენ შენებმა სად მიდიხარ?

– ნიკოლას დაურეკე და ერთად გადით.

-სადმე მაინც მიდიოდე.

-ვერ ხარ შენ.

და სხვა მრავალნი…

მერე ძია მოვიდა და მეკითხება სად მივდივარ:

მე: გარეთ.

ძია: გარეთ სად ?

მე: არსად, უბრალოდ გარეთ. 

ძია: ვინმე აგეკიდება, სადმე მაინც მიდიოდე.

მე: სადმე რომ მივდიოდე მაშინ ვერ ამეკიდება ვინმე ?

ძია: როცა დანიშნულების ადგილი გაქვს უფრო სხვანაირი სახით დადიხარ.

მე: საქმიან სახეს მივიღებ.

ძია: :დდ

ძიას ესმის ჩემი, მაგრამ გარეთ მაინც არ მიშვებს .

შევდივარ ჩემს ოთახში და მაგიდის კუთხეზე ვჯდები. ჩანთა ისევ მხარზე მაქვს გადაკიდებული. ესპადრელებს ვუყურებ, მერე ჯინსს ვიხდი და ჩანთიდან ყველაფერს ვალაგებ. თაროდან ვიღებ მაგთი ფიქსის სტაფილოსფერ ყუთს, შიგნიდან ვაკრობ ფურცელს წარწერით : შავი დღისთვის, ც ბებიაჩემი. შიგ ვყრი ჩანთიდან ამოღებულ 60 თეთრს , იაკობსს, ერთჯერად ხელსახოცებს და ყუთს თაროზე ვაბრუნებ.

სტაფილოსფერი ყუთი შავი დღისთვის…

დღეს ჩემების დღეა.

3 Comments

Filed under მე - იდიოტი ., მეჰ, პირადი, Uncategorized

Photo post


20130302-160627.jpg

The nightmare of this weekend :)) Continue reading

7 Comments

March 2, 2013 · 12:18 pm